Guest Merlin Posted 29 ივნისი, 2021 Posted 29 ივნისი, 2021 24 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე Microsoft-მა Windows 11 წარადგინა. სხვა ცვლილებებთან ერთად, უახლესი ოპერაციული სისტემა განახლებულ UI-ს (სამომხმარებლო ინტერფეისს), ინტეგრირებულ Microsoft Teams-სა და ახალ Microsoft Store-ს მოიცავს. განახლებული UI Windows 11-ში ყველაზე შესამჩნევი ცვლილება Start მენიუმ განიცადა. ღილაკი ახლა ეკრანის ცენტრშია განთავსებული. ასევე, მეტი კომფორტისთვის, სისტემას დაემატა Snap Layout ფუნქცია. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთდროულად რამდენიმე აპლიკაცია ეკრანზე მისთვის მოსახერხებელი განლაგებით ჰქონდეს გახსნილი. მეტიც, კიდევ ერთ ახალ ფუნქციას – Snap Group-ს შეუძლია დაიმახსოვროს, მუშაობისას თუ გართობისას, როგორი Snap Layout აქვს მოხმარებელს: რა აპლიკაციები აქვს გახსნილი და როგორ არიან ისინი განლაგებული ეკრანზე. მაგალითად, მომხმარებელს სამუშაო ეკრანის გახსნისას ყველა სასურველი აპლიკაცია აქტიური დახვდება. CNNასევე, უკეთესი ვიზუალისთვის, Windows 11-ში აპლიკაციებს მომრგვალებული კუთხეები აქვს, როგორც ეს iOS-სა და Android-შია. განახლდა ვიჯეტები და ვიჯეტების პანელიც – ამინდი, კალენდარი თუ ახალი ამბები მთლიანად მორგებულია თითოეულ მომხმარებელზე. Teams-ის ინტეგრირება განახლებულ Windows 11-ში Microsoft Teams უკვე ინტეგრირებული იქნება და ღილაკი მომხმარებლებს Task Bar-ში დახვდებათ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში მსგავსი სიახლე მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის დისტანციურად მომუშავე ადამიანებს. CNNგეიმინგი Windows 11 გეიმერებს ახლა უკვე AUTO HDR-ს სთავაზობს. ეს ფუნქცია ფერებისა და განათების ავტომატურ გაუმჯობესებას გულისხმობს. ის მომხმარებლებმა პირველად Xbox-ში იხილეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ საოპერაციო სისტემაში ინტეგრირებული იქნება Xbox Game Pass. ეს ნიშნავს, რომ გეიმერებს ასობით კომპიუტერულ თამაშზე ექნებათ წვდომა. ასევე, Windows 11 გამოიყენებს DirectStrorage ტექნოლოგიას, რაც საგრძნობლად ააჩქარებს თამაშების ჩატვირთვის სიჩქარეს. CNNWindows კლავიატურის გარეშე მათთვის, ვინც Windows-ს პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით იყენებს, ვიზუალი თითქმის არ შეიცვლება. თუმცა, განახლებულ სისტემაში, მოძრავ კლავიატურასთან ერთად, მომხმარებლებს Voice Typing დახვდებათ. ამ ფუნქციას არა მხოლოდ ტექსტის აკრეფა, არამედ სასვენი ნიშნების ავტომატურად დასმაც კი შეუძლია. ასევე, ის რეაგირებს ისეთ ბრძანებებზე, როგორიცაა, მაგალითად, „წაშალე ეს სიტყვა“. Microsoft Store კომპანიამ განაცხადა, რომ მთლიანად განაახლა Microsoft Store და მთავარი აქცენტი სისწრაფეზე გააკეთა. რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელს კომპიუტერის მეშვეობით ათასობით Android აპლიკაციაზე შეუძლია ჰქონდეს წვდომა. ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ განახლებულ Store-ში დეველოპერებს მათი აპლიკაციებისთვის საკუთარი საგადასახადო სისტემის შექმნა შეეძლებათ Microsoft-ისთვის დამატებითი საფასურის გადახადის გარეშე. აღსანიშნავია, რომ Windows 11-ის პრეზენტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, Apple-მა საზოგადოებას განახლებული macOS წარუდგინა. ის გაუმჯობესებულ FaceTime-ს, AirPlay-სა და Safari-ს მოიცავს. The post Windows 11 აქ არის appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა