Jump to content
×
×
  • Create New...

Blue Origin VS SpaceX


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თუ XX საუკუნეში კოსმოსური პაექრობა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა, ახლა შეჯიბრმა Silicon Valley-ზე გადაინაცვლა. მილიარდერები – ჯეფ ბეზოსი და ილონ მასკი უკვე წლებია, მთვარის დასაპყრობად იბრძვიან. საზოგადოებას სასამართლოსა თუ სოციალურ ქსელებში მათი არაერთი საჯარო დაპირისპირება ახსოვს.  

ჯეფ ბეზოსმა კოსმოსური კომპანია Blue Origin 2000 წელს შექმნა – 3 წელიწადში, რაც Amazon-მა მილიარდერად აქცია. 2 კვირის წინ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ 20 ივლისს ის გახდება პირველი მილიარდერი, რომელიც მთვარეზე მისივე კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით – New Shepherd-ით გაფრინდება. ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაემგზავრება მისი ძმა მარკ ბეზოსი და კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ხომალდის მესამე ადგილი აუქციონზე $28 მილიონად შეიძინა. ამ ეტაპზე, მისი ვინაობა ცნობილი არ არის. 

Blue OriginINC Magazine

ბეზოსის ეს განცხადება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მის კომპანიას კოსმოსში ჯერ არცერთი ადამიანი არ გაუშვია. წლების განმავლობაში Blue Origin-თან შედარებით, მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა SpaceXილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული კოსმოსური კომპანია. CNBC-ს ცნობით, მისი ღირებულება $74 მილიარდია. გასული წლის მაისში სწორედ SpaceX-ის მიერ შექმნილი ხომალდით – Crew Dragon-ით გაფრინდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი. გარდა ამისა, SpaceX-მა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში აჯობა ბეზოსის Blue Origin-ს. 2013 წელს SpaceX-მა მოიპოვა რაკეტის გასაშვები პლატფორმის – LC-39A-ის დაქირავების უფლება, რომელსაც Apollo-ს მისიების ფარგლებში იყენებდნენ. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმდინარე წლის აპრილში SpaceX-მა $2.9-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა NASA-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მასკის კომპანია Artemis-ის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე დასაჯდომ მოდულს შექმნის.

SpaceXINC Magazine

ამ კონტრაქტმა საზოგადოების თვალში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭა SpaceX-ს. ბევრი მასკის წარმატებებს იმით ხსნიდა, რომ ის მხოლოდ ბიზნესმენი კი არა, ინჟინერიცაა და ბეზოსისგან განსხვავებით, უფრო მეტად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში. თუმცა, საზოგადოების აზრის ფორმირებაში მთავარი როლი სხვა ფაქტორმა ითამაშა. დაახლოებით 2015 წლამდე, Blue Origin ხალხთან კომუნიკაციას ნაკლებ დროს უთმობდა და მედიასთან განცხადებებს იშვიათად, მხოლოდ მნიშვნელოვანი წარმატებებისას აკეთებდა. ბეზოსის თქმით, კომპანიის დევიზია Gradatim Ferociter, რაც ქართულად ასე ითარგმნება – „ნაბიჯ-ნაბიჯ, მძვინვარედ“. 

Blue Origin-ისგან განსხვავებით, ექსცენტრიკული დამფუძნებლის წყალობით, SpaceX მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო. ილონ მასკი იმ ტიპის ლიდერია, ვინც მუდმივად ინოვაციებისკენ მიისწრაფვის და ექსპერიმენტებს ატარებს. ის არ უშინდება მარცხს და თამამად ლაპარაკობს წარუმატებლობებზეც, მათ შორის, რაკეტების აფეთქებებზეც. ამასთან, მასკი მუდმივად საუბრობს მომავლის ამბიციურ გეგმებზე, როგორიცაა, მაგალითად, „მარსის კოლონიზაცია“, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

Blue Origin-ს რომ სრულიად განსხვავებული სტრატეგია აქვს არჩეული, ამას კიდევ ერთი ფაქტი ადასტურებს. ბეზოსის კომპანია მრავალჯერადი ხომალდის ყოველი წარმატებული გაშვებისა და დაბრუნების შემდეგ ბორტზე კუს ხატავს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის მინიშნება ეზოპეს იგავზე კურდღელი და კუ. კურდღელში, რა თქმა უნდა, მათი მთავარი მოწინააღმდეგე SpaceX მოიაზრება.

ამჟამად საზოგადოება ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ მოგზაურობას ელის, რომელმაც შესაძლებელია, ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბეზოსისა და მასკის გარდა, კოსმოსურ პაექრობაში კიდევ ორი მილიარდერია ჩართული – ბრიტანელი რიჩარდ ბრენსონი და რუსი იური მილნერი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ნაკლებად ექცევიან ყურადღების ცენტრში, მათ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები აქვთ.

The post Blue Origin VS SpaceX appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   339 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 339 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(13)