Guest Merlin Posted 23 ივნისი, 2021 Posted 23 ივნისი, 2021 14-18 ივნისი, 2021 რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ & თაგარტი ამერიკის საფონდო ბირჟისთვის გასული კვირა რთული აღმოჩნდა. ძირითადი საფონდო ინდექსების დაღმასვლა მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით ცუდი კვირა იყო The Dow Jones-ისთვის, რომელმაც საშუალო მაჩვენებელზე 3.5%-იანი ზარალი განიცადა, ხოლო S&P 1.9%-ით დაეცა. Nasdaq-ის ინდექსი კი წინა კვირასთან შედარებით 0.3%-ით დაბალია. ვარდნა განსაკუთრებით სატრანსპორტო და სამრეწველო სექტორებს შეეხო. შედარებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა ტექნოლოგიური და ჯანდაცვის კომპანიების აქციები. სახაზინო ბაზარი არასტაბილურია. 17-18 ივნისს, FED-ის შეხვედრის შემდეგ, 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა (ობლიგაციების ფასები და პროცენტი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს) და 17 ივნისისთვის 1.52% შეადგინა. DJIA 33.290 S&P 500 4.166 Nasdaq 14.030 US 10-YR YIELD 1.45% ნედლი ნავთობი (WTI) (+0.7%) $71,4 ოქრო (-6,1%) $1,764,3 აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით იზრდება. ოთხშაბათს FED-მა ინფლაციის მოლოდინი 3.4%-მდე გაზარდა, რაც მარტის თვეში გაკეთებულ პროგნოზს 1%-ით აღემატება. ამასთან, არ გამორიცხა 2023 წლისთვის მისი კიდევ უფრო გაზრდა. ამ ინფორმაციამ აქციების ფასებზე მოახდინა ზეწოლა. ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა ჯეიმს ბულარდმა განაცხადა, რომ შეიძლება, მომავალ წელს საჭირო გახდეს საპროცენტო განაკვეთების გაზრდა, რათა მოსალოდნელი ინფლაცია შემცირდეს. FED-ის განცხადების გავლენით, სავაჭრო კვირის ბოლოს თითქმის ყველა ენერგეტიკული, ლითონისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის ფიუჩერსები დაეცა. ვარდნას სათავეში პალადიუმი (-11%) ედგა, რომელსაც სიმინდი (-7%) მიჰყვებოდა. სპილენძი თითქმის 5%-ით გაუფასურდა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ბამბის ფასები დაახლოებით 2%-ით შემცირდა. გაიაფდა ნედლი ნავთობი და ბენზინიც. ფოლადი გაძვირდა წინა კვირაში ფოლადის ფასები გაიზარდა. ფასის ზრდა მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია, რაც პანდემიამ განაპირობა. შედეგად, ფოლადის ამერიკულ მწარმოებელთა აქციებმა საგრძნობლად აიწია. United States Steel (X) მიმდინარე წლის მონაცემებით, 50%-ითაა გაზრდილი, Nucor (NUE) – 90%-ით, Steel Dynamics (STLD) – თითქმის 70%-ით, Commercial Metals Company (CMC) კი – 53%-ით. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ფოლადის ქარხნული წარმოება პანდემიამდე არსებულ დონეს უბრუნდება და შესაბამისად, ინვესტორების ინტერესიც გაზრდილია. ამასობაში, ჩინეთმა ამ კვირაში განცხადება გაავრცელა, რომ სახელმწიფო რეზერვებიდან სამრეწველო ლითონის გაყიდვას იწყებს, რათა მასალები გააიაფოს. აშშ-ის ფედერალურ ბანკსა და ჩინელ მარეგულირებლებს სურთ, ფართო მოხმარების საქონელზე მზარდი ფასები შეაჩერონ. აღნიშნული საქონელი პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაძვირდა, რადგან მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდისა და „ლოქდაუნების“ მოხსნის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკამაც აღმავლობა დაიწყო. ეს ფასებს ზრდისკენ უბიძგებს. საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის შესახებ ფედერალური ბანკის კომენტარებმა ამერიკული დოლარი გაამყარა. ძლიერი დოლარი აძვირებს საქონელს, რადგან ის უმეტესად ამ ვალუტაში იყიდება. Ford-ის აქციები გაიაფდა 4 ივნისიდან მოყოლებული, Ford-ის აქციების ფასი მცირდება. 7 ივნისს აქციის ფასი ერთბაშად 4%-ით დაეცა და დაღმავალი ტრენდი კვლავ გრძელდება. ამის მიუხედავად, კომპანიის აქციების ფასი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. Ford-ის აქციების ფასი მაისის თვეში მკვეთრად გაიზარდა, რაც F-150 Lightning-ის გამოშვებისა და ელექტრომობილების წარმოების ტემპის დაჩქარების შესახებ განცხადებას დაემთხვა. აშშ-ის წამყვანი ავტომწარმოებელი ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის გამო წელს დიდ შემოსავალს ელოდება. ამ სეგმენტისთვის კომპანიამ 2025 წლისთვის $30 მილიარდის დახარჯვა დააანონსა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას. The post აშშ-ის საფონდო ბირჟის მიმოხილვა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა