Jump to content
×
×
  • Create New...

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

ოღონდ შეგიძლიათ მაინც ატაროთო :lool:

პს. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Civilian წყარო სანდოა? არ მტყვლიპონ ჯარიმა ემანდ

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

რესტორნებს მუშაობის უფლება კვლავ ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებსა და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ასევე, სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.

"შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ღია სივრცეში პირბადეების ტარების რეკომენდაცია ძალაში რჩება",- აღნიშნა ღიბრაძემ.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

აი რესტორნების გარდა მგონი არაფერი მუშაობს ამ ქვეყანშ რა ლოგიკით ზღუდავენ მუშაობის დროს? 

რა სირები არიან ტვინს ვერ ანძრევენ ტიპები, რა უბედურებააა :facepalm:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share