Jump to content
×
×
  • Create New...

სულიერი ᲨიმᲨილი


კარქი გოგო
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

სულ რაღაცას მივედ-მოვედები ბოლო დროს, სულ უხასიათობა და სისულელეები მჭირს და რას არ დავაბრალე და დღეს მივხვდი რომ მეტი ღმერთი მინდა ჩემში. ბევრი გაიცინებთ და ბევრი ათეისტური კომენტარებით მოხვალთ ვიცი, თუმცა გეუბნებით მთელი ჩემი არსება მეუბნება როგორ მჭირდება ღმერთი. მახსენდება ეტაპი, როცა სხვა დამოკიდებულება მქონდა თუნდაც ეკლესიისადმი, დავდიოდი, რაღაც წესებს ვასრულებდი, ნუ ბევრს ვარღვევდი კიდეც, მაგრამ ასეთი ურჩი არ ვიყავი ყველანაირად, როგორიც მერე და მერე გავხდი და იმ დროს ვგრძნობდი ჩემში ბედნიერებას, არადა როცა ვუფიქრდები ბედნიერი ვარ თითქოს, ყოველ შემთხვევაში მიზეზი არ მაქვს არ ვიყო ბედნიერი მაგრრამ ვერ რაა! რაღაცა მიშლის ხელს, ვერ ვლაგდები, ვერ ვმშვიდდები და შინაგანად ვცარიელდები დროთა განმავლობაში. როცა რაღაცა ახალს ვსწავლობ , გამოცანასავით ამოუხსნელს, როცა გასაღებს ვეძებ და ვპოულობ და მიხარია, უცებ უიმედობა მიპყრობს და ვფიქრობ - ეს ალბათ ბოლოა, ამის მერე რას უნდა მიაგნო შენით კაი რაა... მგონია რომ ვერაფერს ვერ შევძლებ რაც დასახული მაქვს მიზნად, რაზეც ჩემს მომავალს ვაწყობ და არამარტო ჩემსას და საბოლოო ჯამში მივდივარ ისევ იქ, რომ ყველაფრის საწყისი ღმერთია ჩემთვის, რომელიც დავივიწყე. ვფიქრობ ხოლმე მივიდე ეკლესიაში, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მემარაზმება  მოძღვარს თავი დავუხარო და დამლოცეო ვუთხრა, ან შარვლით შევიდე და სახეში შემომანათოს ვინმემ აწეული წარბები, ან თავზე არ მეფაროს და მესანთლემ წიწინა ხმით მითხრას რამე ან რომელიმე სექტანტი სტიქაროსანი გამოვიდეს დამრიგებლური ტონით და რჩევა მომცეს, გახედვა არ მინდა ეკლესიისკენ, არადა ზუსტად ვიცი შევალ თუ არა ძალიან, ძალიან ბევრს ვიტირებ რადგან ღმერთი მიყვარდა და ადამიანების ნაწილს თუ უღმერთობა მოსწონს, მე დამთრგუნა ამ ფაქტმა ბოლო დროს.

იყავით ლოიალურები ჩემო მეგობრებო. როგორ ხასიათზე უნდა იყო ადამიანი, რომ იქ სადაც ჩაროტა პოსტავს ასეთი რამ დაწერო:death:

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Rossi said:

@ფორთოხალიმოიწი აბა, შია თანაფორუმელს.

ეხლა წუხანდელივით არ ამტეხოთ, თავს ვერ ვაპატიე ორი კვერცხის გული

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Rossi said:

@ფორთოხალიმოიწი აბა, შია თანაფორუმელს.

რა შეიძლება შიოდეს? ისევ ომბალო და კვერცხი, არამგონია

რამე უფრო ნოყიერი და გემრიელი ეშიება :hah:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ფორთოხალი said:

რა შეიძლება შიოდეს? ისევ ომბალო და კვერცხი, არამგონია

რამე უფრო ნოყიერი და გემრიელი ეშიება :hah:

მოდი რამე შევაწვევინოთ :death:

Share on other sites

@კარქი გოგო ძალიან საინტერესო თემაა, მეტსაც ვიტყოდი, ეს თემა უნდა დაპინოთ რადგან ყველას გვეხება ინდივიდუალურად. რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ წარმატებაზე და ა.შ, გადის დრო, ვაღწევთ მიზნებს მაგრამ მერე რა? მაინც ის სიცარიელე რჩება რაც აქამდე გვქონდა. აი მაგალითად გინდა ახალი ტელეფონი, იყიდი და 2 კვირაში აღარ გახსოვს რომ ახალი ტელეფონი გაქვს რომელიც ძალიან გინდოდა და მსგავსად სხვა ყველაფერი რაც მატერიალურია. ფული მეტად საჭიროა კაცობრიობის იერარქიულ სტრუქტურებში მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ჩვენ ერთმანეთს გაუაზრებლად ჩავჩიჩინებთ რომ ვიყოთ წარმატებულები და ბევრი ფული გვქონდეს. მარტივ მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ მდიდარი ადამიანი. მდიდარი ადამიანის საფიქრალი და სანერვიულო ყოველწამიერი არის ის რომ შეინარჩუნოს თავისი ფული და კიდევ როგორმე მიამატოს რამოდენიმე მილიონ/მილიარდი. ანუ ლოგიკურად ფული აქვს და კარგად უნდა იყოს, მაგრამ ქაოსშია და ნევროზული შეტევებიც აქვს. რონალდომ კოკაკოლის ბოთლები რომ გადადგა გვერდით, კოკაკოლამ ძალიან ბევრი მილიონები იზარალაო და ამაზე პანიკა ქონდათ, ვიღაც აფრიკელი კი შიმშილით კვდება. მოკლედ მინდა იმის თქმა რომ ფული არასწორედ არის გაგებული და გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე რეალურად არის.

რაც შეეხება სულიერ თემას და ღმერთს, ჩემს მოსაზრებას გეტყვი. ვფიქრობ რომ სადღაც არ არის ვინმე ღმერთის სახით მაყურებელი და არ გაკვირდება, არ იწერს შენს ცოდვებს და სიკეთეებს, ორივე პირობითი ცნებებია ჩემთვის რადგან თუ კაცის კვლა კაცის კვლაა, ომში ხალხის ხოცვა რატომ არაა ცოდვა? ვიღაც ნაძირალა პოლიტიკოსები რომ ომს იწყებენ და ხალხს ხოცავ როგორც მეომარი, რატომ არაა ცოდვა და რატომაა ცოდვა ისე მოკვლა? და კიდევ ძალიან ბევრი რამ, მოკლედ რელიგია პოლიტიკაა და სწორედ პოლიტიკის ბერკეტია რომ ღმერთი გიყურებს და გამოწმებს, დაგაშინონ რადგან შიში ყველაზე კარგი მართვაა ამაში დამეთანხმები. 

იქნებ ღმერთის აუცილებლობა არაა და იქნებ თავად შენ ხარ ღმერთი. ეს გაუცხოების განცდა რაც ადამიანებს გვაქვს, ერთანეთის და ბუნების მიმართ ყველაფერი ჩვენივე ბრალია და აქ არავინაა დამნაშავე. ჰარმონიაში რომ იცხოვრო, ცხოველს მოეფერო, ყვავილი მორწყა და უბრალოდ მადლიერი იყო რაც გაქვს, ამისთვის ეკლესია საჭიროა? სადაც არ უნდა წახვიდე შენ გულით დაატარებ სიყვარულს მაგრამ არა იდეის სახით რომ სიყვარული კარგია, უბრალოდ შენთვითონ ხარ სიყვარული, ცხოვრება... 

ახლაც დიდი უგუნურებაა ასე უპრაგონოდ საუბარი ჩემი მხრიდან მაგრამ მაინც ვეცადე რომ გადმომეცა, ჰო ახლა გავიღვიძე და კიდევ ვერ ვფიქრობ კარგად, მერე დავამატებ რაღაცეებს :bye:

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, კარქი გოგო said:

იყავით ლოიალურები ჩემო მეგობრებო. როგორ ხასიათზე უნდა იყო ადამიანი, რომ იქ სადაც ჩაროტა პოსტავს ასეთი რამ დაწერო:death:

:rolf:

 

@ChariotGod

ცუდად ვარ :rolf:

 

მეც ხშირად მითქვამს მორწმუნეები ბევრდ ბედნიერი ხალხია თქო მარა თავს ვერ დავიბოლებ. მე მჯერა დადებითი ენერგიის, იმის რომ რასაც გასცრმ გიბრუნდება და სამყარო რომ სამართლიანია ამისიც. კიდევ მჯერა პაწუკა მისტიკების. მაინც და მაინც ქრისტესი ან მუჰამედის უნდა მწამდეს? 

ვეგდო ასე უღმერთოდ მირჩევნია!

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share