Guest Georgia Posted 21 ივნისი, 2021 Posted 21 ივნისი, 2021 ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე 1 თვეზე ცოტა მეტი დარჩა. თუმცა მონაწილეებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე გამოვლინდა. იაპონიის მთავრობის განცხადებით, უგანდიდან ჩამოსულ სპორტსმენს კორონავირუსი ნარიტის აეროპორტში დაუდასტურდა. იგი ახლა იზოლაციაში იმყოფება. მას გამოჯანმრთელების შემდეგ შეეძლება გუნდს შეუერთდეს. დანარჩენი 8 სპორტსმენი კი ავტობუსით ოსაკის მახლობლად ქალაქ იძუმისანოში გადაიყვანეს. მათ ყოველდღიურად შეამოწმებენ და ტესტებს გაუკეთებენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ინფიცირებული სპორტსმენი აცრილი იყო და გამგზავრებისას ტესტის უარყოფითი პასუხიც წარადგინა. მანამდე კი ორგანიზატორები რეპეტიციას გადიან, თუ როგორ გადაიყვანონ მონაწილეები ქალაქში. ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით კი ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული პოზიცია აქვს. კვლევის მიხედვით, იაპონელთა 86 პროცენტი შიშობს, რომ გაიზრდება ინფიცირების შემთხვევები, 40 პროცენტს კი სურს, რომ თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართოს. ორგანიზატორებმა შეარჩიეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სანიტარული ნორმები მკაცრად არის დაცული. წესების დამრღვევ პირებს კი შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა ან ჩამოერთვათ მონაწილეობის უფლება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სპორტსმენების 80% უნდა აიცრას. Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა