Jump to content
×
×
  • Create New...

ტოკიოში ოლიმპიადისთვის ემზადებიან


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე 1 თვეზე ცოტა მეტი დარჩა. თუმცა მონაწილეებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე გამოვლინდა.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, უგანდიდან ჩამოსულ სპორტსმენს კორონავირუსი ნარიტის აეროპორტში დაუდასტურდა. იგი ახლა იზოლაციაში იმყოფება. მას გამოჯანმრთელების შემდეგ შეეძლება გუნდს შეუერთდეს.

დანარჩენი 8 სპორტსმენი კი ავტობუსით ოსაკის მახლობლად ქალაქ იძუმისანოში გადაიყვანეს. მათ ყოველდღიურად შეამოწმებენ და ტესტებს გაუკეთებენ.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ინფიცირებული სპორტსმენი აცრილი იყო და გამგზავრებისას ტესტის უარყოფითი პასუხიც წარადგინა.

მანამდე კი ორგანიზატორები რეპეტიციას გადიან, თუ როგორ გადაიყვანონ მონაწილეები ქალაქში. ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით კი ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული პოზიცია აქვს.

კვლევის მიხედვით, იაპონელთა 86 პროცენტი შიშობს, რომ გაიზრდება ინფიცირების შემთხვევები, 40 პროცენტს კი სურს, რომ თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართოს.

ორგანიზატორებმა შეარჩიეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სანიტარული ნორმები მკაცრად არის დაცული.

წესების დამრღვევ პირებს კი შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა ან ჩამოერთვათ მონაწილეობის უფლება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სპორტსმენების 80% უნდა აიცრას.

Euronews Georgia

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   27 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(2)