Jump to content
×
×
  • Create New...

ღარიბაშვილი და საათები


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

კიმ ჩენ  ინისნაირი საათი აქვს 

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97/31294706.html

დამოუკიდებლობის დღეს პრემიერს და მის მეუღლეს ძვირფასი არადეკლარირებული საათები ეკეთათ

ივნისი 07, 2021

0e7abbce-2ded-4b95-ad8b-3d7232cc36ba_cx1
გაზიარება
  •  
  •  
  •  

ირაკლი ღარიბაშვილის საათი, დაახლოებით, 36 ათასი ლარი, ნუნუკა თამაზაშვილის კი, დაახლოებით, 18 ათასი ლარი ღირს. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ეს ნივთები პრემიერს ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს.

2021 წლის 26 მაისს სოციალურ ქსელში, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ასახულია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები. ერთ-ერთ ფოტოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეა აღბეჭდილი - ფოტოზე მკაფიოდ ჩანს ორივე მათგანის მაჯის საათი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს უკეთია IWC-ს ბრენდის საათი, მოდელი პორტოფინო (PORTOFINO AUTOMATIC). საქართველოში ამ ბრენდს იცნობენ როგორც შაფჰაუზენს და მისი საბაზრო ღირებულება დღეს, დაახლოებით, 36 ათასი ლარია. საათი მექანიკურია, ავტომატური მომართვით, დამზადებულია 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. ამ მოდელის მთავარი ღირსება საათის უკანა მხარეს ოქროზე გრავირებული ქალაქ პორტოფინოს ნავსადგურია.

0e7abbce-2ded-4b95-ad8b-3d7232cc36ba_w65

 

პრემიერ ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციებში ამ ორი მაჯის საათიდან არც ერთი არა აქვს მითითებული. ბოლო დეკლარაცია ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, 2020 წლის ოქტომბერში შეავსო. კანონმდებლობის მოთხოვნით, თუ მოძრავი ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება, ის აუცილებლად უნდა აისახოს დეკლარაციაში, ასევე აუცილებელია 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრად მიღებული ნივთების დეკლარაციაში ასახვა. ღარიბაშვილს არც ამ გრაფაში აქვს საათები მითითებული.

ხომ არ შეიძინეს ეს საათები პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბოლო ქონებრივი დეკლარაციის შევსების შემდეგ, ანუ 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე პერიოდში? ეს ნაკლებსავარაუდოა. რადიო თავისუფლებამ, დაახლოებით, 1 წლის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის ძვირად ღირებული მაჯის საათების შესახებ, მასალაში ნაჩვენები იყო ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის ფოტოები, სადაც მათ სხვადასხვა დროს 8 სხვადასხვა საათი ეკეთათ, ჯამურად, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების. ირაკლი ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში არც ერთი ძვირად ღირებული საათი არ ჰქონდა შეტანილი.

E5377108-C75F-4188-B61C-4C8006D2151A_w65

1 წლის წინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება ამ ორ საათსაც მოიცავდა, რაც, იმის დასტურად გამოდგება, რომ ეს ნივთები პრემიერს ბოლო დეკლარაციის შევსების შემდეგ არ შეუძენია და, კანონით, მათი, ასევე სხვა სულ მცირე 6 მაჯის საათის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში უნდა აესახა.

რატომ მალავს ღარიბაშვილი საათებს დეკლარაციაში? პრემიერმა მათი წარმომავლობის შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვებს არც ამჯერად უპასუხა. რადიო თავისუფლებამ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი 28 მაისს გაგზავნა: ვითხოვდით ფოტოზე აღბეჭდილი საათების მოდელების დაზუსტებას და ამ საათების შეძენის დროისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას. მთავრობის ადმინისტრაციამ არც წერილზე გვიპასუხა და არც ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე.

ერთი წლის წინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ღარიბაშვილი თავისი საათების კოლექციიდან მხოლოდ ერთ, როლექსის ფირმის “დეიტონას” მოდელის საათს (Rolex Cosmograph Daytona) ატარებდა, რომლის ფასიც, დაახლოებით, 100 ათასი ლარია. 26 მაისს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ, სპეციალისტის დახმარებით, ღარიბაშვილის მაჯაზე მისი კოლექციიდან სხვა ბრენდის საათი შევნიშნეთ.

e5ee5061-ac23-47d3-9b06-2c3f59ae4be6_w65

IWC-ს ბრენდის საათები მსოფლიოში პოპულარულია, მას ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს, მათ შორისაა რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი. ირაკლი ღარიბაშვილის საათის იდენტურ მოდელს ატარებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

934EB0B4-B0C6-4344-9BFE-9458F63BA3FD_w65

პრემიერის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, კარტიეს ბრენდის საათის ანალოგიურ მოდელს ატარებს მსახიობი ჯულია რობერტსი, ასევე კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი, რომელსაც ამ მოდელის საათი მეუღლემ, პრინცმა უილიამმა, აჩუქა.

“პრემიერს კანონით ევალება ნივთი, რომელიც შეიძინა და მისი ღირებულება აჭარბებს 10 ათას ლარს, ასევე საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არის 500 ლარზე მეტი, ასახოს ქონებრივ დეკლარაციაში. თუ ეს გაკეთებული არ არის, ეს ცალსახა კანონდარღვევაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, გია გვილავა. დეკლარაციის არასრულად შევსებისა და იქ კანონით გათვლისწინებული ინფორმაციის დაფარვის შესწავლა საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციაა. იურისტი ამბობს, რომ ფაქტის საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში პრემიერს სანქციები ელის: “ასეთ შემთხვევაში ორ სანქციას ითვალისწინებს კანონი: თუ ეს არის განზრახ, სპეციალურად დამალული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული; თუ უნებლიეთ გამორჩა, ითვალისწინებს ჯარიმას. კანონი იმპერატიულია და სხვა ვარიანტებს არ იცნობს”.

 
Share on other sites

1FCAEF4E-64A3-4168-8245-9A530A24477F_w15 

 

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

მინისტრის მაჯის საათების ფასი ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს
მინისტრის მაჯის საათების ფასი ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს

ირაკლი ღარიბაშვილის საათები ჩვენი ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, საქართველოს სხვადასხვა უწყების საგანგებო შესყიდვებს ვსწავლობდით.

აღმოვაჩინეთ, რომ 12 მარტს თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმა 83 190 დოლარის მაჯის საათების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას შექმნილ 500 ცალ საათს ყიდულობს, თითოს 166 დოლარად (545 ლარი).

სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ მოდელს შვეიცარიაში დაამზადებენ, საათებს წამახალისებელ საჩუქრებად გადასცემენ გამორჩეულ ქართველ სამხედროებს და სამინისტროს უცხოელ სტუმრებს.

დიზაინერ ზვიად ციკოლიას შექმნილი საათი
დიზაინერ ზვიად ციკოლიას შექმნილი საათი

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საათების შეძენა 2019 წელს, ეპიდემიამდე დაიგეგმა და თავდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური პოლიტიკის ნაწილია.

ფოტო და ვიდეო კადრები, რომელთა მოძიება საჯარო სივრცეშია შესაძლებელი, აჩვენებს, რომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე, ბოლო წლებში სხვადასხვა დროს ატარებდნენ რვა, საერთო ჯამში, სულ მცირე, ნახევარ მილიონ ლარად შეფასებულ საათს.

 

მსოფლიო ბრენდების საათები ქართველი მაღალჩინოსნის მფლობელობაში

 

თავდაცვის მინისტრის როლექსი (Rolex)

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, მინისტრის უახლეს ფოტოებში, მის მაჯაზე შეამჩნევთ როლექსის ფირმის “დეიტონას” მოდელის საათს. ფოტოებზე ჩანს, რომ ეს საათი ღარიბაშვილს უკეთია როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ასევე რთველში.

609C1F40-D938-423D-BBC5-88D5139793E7_w65

Rolex Cosmograph Daytona - ფოლადისგან დამზადებული მექანიკური საათია, რომელსაც აქვს ავტომატური მომართვის ფუნქცია. მისი მთავარი ღირსება თავად ბრენდი და მასში გამოყენებული ზენიტის ფირმის მექანიზმია.

ამ საათის საბაზრო ფასი 30 ათას დოლარს აჭარბებს, რაც დღეს დაახლოებით 90 ათასი ლარია.

Rolex Cosmograph Daytona მსოფლიოში პოპულარული მოდელია, მის სხვადასხვა ვერსიას მსოფლიოს ცნობილი და მდიდარი ადამიანები ატარებენ. ამ მოდელის, ოღონდ თეთრი ოქროსგან დამზადებული ვერსია აქვს მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს, ვარდისფერი ოქროს “დეიტონას” ატარებს დიზაინერი ვიქტორია ბეკჰემი.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფოტოარქივის თანახმად, ის როლექსს 2013 წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროიდან ატარებს, თუმცა არ აქვს შეტანილი არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში. კანონით, 10 ათას ლარზე მაღალი ღირებულების ნივთი აუცილებლად უნდა იყოს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული.

როლექსის 30-ათასიანი მოდელი არ არის ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს, მისი ოფიციალური გამოსვლების ვიდეოების და ფოტოების შესწავლისას კიდევ რამდენიმე ძვირფასი საათი აღმოვაჩინეთ. ღარიბაშვილი ატარებს საათებს, რომელთა ბრენდებიც მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში შედის.

ჩვენ სპეციალისტების დახმარებით ირაკლი ღარიბაშვილის თითოეული საათის ზუსტი მოდელი ამოვიცანით და დეტალებიც გავარკვიეთ.

ღარიბაშვილის “პატეკ ფილიპი” (Patek Philippe)

ეს არის კადრი ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის პრესკონფერენციიდან, მაშინ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ათეულობით ჟურნალისტს 3 საათი ესაუბრა. ნეპოტიზმი, კორუფცია, სიღარიბის დაძლევა, პენსიების ზრდა, პრემიერი პრესკონფერენციაზე ბევრ პრობლემას შეეხო. ამ დღეს ღარიბაშვილს მაჯაზე დაახლოებით 100 ათას დოლარიანი არადეკლარირებული საათი ეკეთა.

მინისტრის ეს მაჯის საათი დამზადებულია შვეიცარიაში, ჟენევაში, 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან
მინისტრის ეს მაჯის საათი დამზადებულია შვეიცარიაში, ჟენევაში, 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან

Patek Philippe grand-complications (პატეკ ფილიპი, - გრენდ კომფლიკეიშენი, კოდი: 5159R) სპეციალისტები, ვისაც ფოტოები ვაჩვენეთ, გვეუბნებიან, რომ ეს არის ზუსტი მოდელი საათისა, რომელიც ღარიბაშვილს 2014 წლის 4 ივნისის პრესკონფერენციაზე ეკეთა. მისი საბაზრო ფასი 98 ათასი დოლარი, დაახლოებით 300 ათასი ლარია. საათი არის მექანიკური - ავტომატური მომართვით - დამზადებულია შვეიცარიაში, ჟენევაში, 18-კარატიანი (750 სინჯის) ვარდისფერი ოქროსგან.

ვარდისფერი ოქროს შესაბნევი ალიგატორის ტყავისგან დამზადებულ სამაჯურს კრავს
ვარდისფერი ოქროს შესაბნევი ალიგატორის ტყავისგან დამზადებულ სამაჯურს კრავს

პრესკონფერენციის კადრებშიც ჩანს ამ საათის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე: ვარდისფერი ოქროსგან დამზადებული დასაკეცი შესაბნევი, წრეში ჩასმული კალატრავას ჯვრით.

დასაკეცი შესაბნევი ალიგატორის ტყავისგან დამზადებულ სამაჯურს კრავს. ამ საათის კიდევ ერთ მთავარ ღირსებად მისი კალენდარი ითვლება, თხელ კორპუსში ერთდროულად უჩვენებს სრულ კალენდარს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად ნაკიან წელიწადსაც ითვლის.

ირაკლი ღარიბაშვილს ეს საათი ეკეთა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც, რომელშიც პრემიერის რანგში მონაწილეობდა მსოფლიოს ლიდერებთან ერთად 2014 წელს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

პატეკ ფილიპი საათების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდების ხუთეულში შედის. ის, რომ “პატეკ ფილიპი” დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას ფავორიტი ბრენდი იყო, მის პოპულარიზაციას დიდად დაეხმარა. პატეკ ფილიპის სხვადასხვა მოდელს ფლობდნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები: მხატვარი პაბლო პიკასო, მუსიკოსი ჯონ ლენონი, მსახიობი ელისაბედ ტეილორი. ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, თეოდორ რუზველტმა, ტიბეტის სულიერ ლიდერ დალაი ლამას პატეკ ფილიპის ფირმის ოქროს საათი აჩუქა.
ამ ფირმის საათებს ატარებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, თუმცა პუტინის მოდელები, ღარიბაშვილის ამ მოდელზე რამდენიმე ათეული ათასი დოლარით იაფი ღირს.

ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში არც ეს საათია შეტანილი.

 

ღარიბაშვილის ორი ბრეგე (Breguet)

ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ორი საათი აქვს მსოფლიო ხუთეულში შემავალი ცნობილი ბრენდის - ბრეგეს. ერთი, ბრეგე კლასიკია ( Breguet Classique Power Reserve 5277). მისი ფასი ონლაინ დაახლოებით 20 ათასი დოლარია, თბილისშიც იყიდება და 55 260 ლარი ღირს.

8D709FEC-454E-4A4C-B736-43037E107DD3_w65

ეს მოდელი მექანიკურია, დამზადებულია 18 კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან, აქვს მოვერცხლილი, ხელნაკეთი გილიოშირებული ციფერბლატი და ალიგატორის ტყავის სამაჯური. საათის მთავარი ღირსება “სვლის რეზერვის მაჩვენებელია” ანუ ეს არის მექანიკური საათი რომელიც გაჩვენებს რამდენ ხანში დაჭირდება მომართვა.

ღარიბაშვილის კიდევ ერთ ფოტოზე, ბრეგეს კიდევ ერთი საათი ბრეგე მარინია (Breguet Marine ) აღბეჭდილი.

36407D77-B37E-4AFA-A0B3-7628B2280121_w65

ეს მოდელი ფოლადისაა, მექანიკურია -ავტომატური მომართვით, კაუჩუკის სამაჯურით, მისი ონლაინ ფასი 16 ათასი დოლარია, საათი თბილისში ერთ - ერთ მაღაზიაშიც იყიდება და მისი ფასი 45 ათას ლარს მცირედით აჭარბებს.

ღარიბაშვილს არც ბრეგეს საათები აქვს დეკლარაციაში შეტანილი.

ღარიბაშვილის შაფჰაუზენები (IWC)

ყოფილ პრემიერსა და ახლანდელ თავდაცვის მინისტრს სავარაუდოდ განსაკუთრებით მოსწონს IWC-ს ბრენდის საათები, რომლებიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შაფჰაუზენის სახელითაა ცნობილი. საათები შვეიცარიის ჩრდილოეთის მხარეში შაფჰაუზენში მზადდება და მისი სახელიც აქედან მომდის.ირაკლი ღარიბაშვილს ე.წ. შაფჰაუზენის ორი საათი აქვს.

ფოტოზე ასახულია პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად პისტოლეტიდან ისვრის.

A2C79326-C887-4149-84E6-7DB50A788B1F_w10

ღარიბაშვილს მაჯაზე სწორედ შაფჰაუზენის საათი უკეთია.

მოდელი პორტოფინო (PORTOFINO AUTOMATIC), საათი მექანიკურია ავტომატური მომართვით, დამზადებულია 18 კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. მისი ონლაინ ფასი 12 ათასი დოლარი, დაახლოებით 36 ათასი ლარია. ამ მოდელის მთავარი ღირსება საათის უკანა მხარეს, ოქროზე გრავირებული ქალაქ პორტოფინოს ნავსადგურია.

2015 წელს, 13 ივნისის ტრაგედიის ადგილას, სამუშაოების დასათვალიერებლად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის მაშინდელ მერთან ერთად მივიდა, იმ დღის ფოტოებსა და ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მაჯაზე მას უკეთია შაფჰაუზენის კიდევ ერთი პოპულარული მოდელი ავიატორი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით არის გამოშვებული და სახელად Le Petit Prince, პატარა პრინცი ჰქვია.

4D465319-16E0-4C1F-A3D7-05B865A4D263_w65

ეს მოდელიც ფოლადისაა, არის მექანიკური - ავტომატური მომართვით, აღჭურვილია ქრონოგრაფით. ონლაინ 6800 დოლარი ღირს, თბილისში, მაღაზიაში კი 19040 ლარი.

ღარიბაშვილს დეკლარაციაში არც ეს საათები აქვს დაფიქსირებული.

ღარიბაშვილის მეუღლის ომეგა და კარტიე

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მისი მეუღლის ფოტოებიცაა ხელმისაწვდომი. სპეციალისტის დახმარებით ჩვენ შევძელით ორი საათის იდენტიფიცირება რომლებსაც ნუნუკა თამაზაშვილი ატარებს.

91424C49-CB9D-4B4B-BCC0-59B4132762A0_w65

ამ ფოტოზე აღბეჭდილია ომეგა ქანსთელეიშენი, (Omega Constellation) საათი საფირის შუშით, მისი ციფერბლატი მოკირწყლულია 18 კარატიანი ოქროსგან დამზადებულ ბუდეში, ჩასმული 34 ცალი ბრილიანტით, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. მისი ონლაინ ფასი8600 ევრო დაახლოებით 28 ათასი ლარია.

ღარიბაშვილის მეუღლის მეორე საათი კარტიეს ბრენდისაა, ეს არის ფოლადის საათი კარტიე ბალონ ბლუ (CARTIER, BALLON BLEU WATCH) საფირის შუშით, ფოლადის სამაჯურით, მექანიკური - ავტომატური მომართვით. დამზადებულია შვეიცარიაში, ონლაინ გასაყიდი ფასი 6 000$ - დაახლოებით 18 ათასი ლარია.

EBBC62E5-6AFA-4F5C-94BA-DF1BDC54301D_w65

 

ირაკლი ღარიბაშვილის კარიერა

ირაკლი ღარიბაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გახდა, როგორც პოლიტიკაში შემოსული ბიძინა ივანიშვილის უახლოესი ხელქვეითი.

Მაღალ საჯარო თანამდებობეზე დანიშვნამდე, მისი სამუშაო ბიოგრაფია თითქმის სრულად ბიძინა ივნიშვილის ქართუ ჯგუფს და მასში შემავალ კომპანიებს უკავშირდება.

ღარიბაშვილის პირველი სახელმწიფო სამსახური შინაგან საქმეთა მინისტრობაა, შემდეგ თავად ბიძინა ივანიშვილი შეცვალა პრემიერის პოსტზე. საიდანაც 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მოულოდნელად წავიდა. მაშინ არაერთი წყარო იტყობინებოდა, რომ მას წასვლა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა და ეს დაკავშირებული იყო ღარიბაშვილის გარემოცვის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობასთან. ღარიბაშვილი პოლიტიკაში 1 წლის წინ დაბრუნდა, ჯერ პარტია ქართულ ოცნებაში, 2019 წლის სექტემბრიდან კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

 

ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციები

ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა, რომ მან და მისმა მეუღლემ ცხოვრება ნულიდან დაიწყეს და ფინანსურად მყარად არ იყვნენ. კიდევ ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ საშუალო შესაძლებლობების ქართულ ოჯახში გაიზარდა და საფრანგეთში, სასწავლებლად, ნაჩუქარი 1000 დოლარით წავიდა. თბილისში მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

შემდეგ იყო ქართუ ჯგუფი, მაღალი ანაზღაურებით, თუმცა საჯარო სამსახურში მაინც მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობებით მოვიდა. ღარიბაშვილმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2012 წელს შეავსო შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, მაშინ გაირკვა, რომ სახელმწიფო სამსახურში მოსვლისას 20 ათას ლარიანი დანაზოგი და თბილისში რამდენიმე უძრავი ქონება ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილს სულ ხუთჯერ აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, 2012 წლიდან ჯამში მიიღო 459 ათასი ლარის შემოსავალი (აქ შედის პრემიერობიდან წასვლასა და თავდაცვის მინისტრად დაბრუნების შუალედში, კერძო სექტორში-ევრო აზიურ მენეჯმენტ ჯგუფში მუშაობის დროს მიღებული შემოსავალი, რაც დეკლარაციაში ასახა) ნიშანდობლივია, ის, რომ მისსავე ფოტოებში ასახული საათების ჯამური ღირებულება სულ მცირე 550 ათასი ლარია.

2C34DFFB-8AE5-419A-B83C-813EAAE93669_w65

2012 წლიდან მიღებული დეკლარილებული შემოსავალი ღარიბაშვილს მხოლოდ საათებში, რომ დაეხარჯა, მათ შეძენას მაინც ვერ ვერ შეძლებდა.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით არსად მუშაობდა მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი.

მას არც პირველ და არც მას შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში არასდროს შეუტანია არც ერთი საათი. არადა კანონმდებლობის მოთხოვნით თუ მოძრავი ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება ის აუცილებლად უნდა აისახოს დეკლარაციაში, ასევე აუცილებელია 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრად მიღებული ნივთების დეკლარაციაში ასახვა. ღარიბაშვილს არც ამ გრაფაში აქვს საათები მითითებული.

72E4D8AC-0A0F-40DD-886D-5716F0E18B8C_w65

ღარიბაშვილის დეკლარაციების მიხედვით მისი ქონება წლიდან წლამდე უცვლელი იყო, რადიკალური ცვლილება, 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩნდება. საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წელს ღარიბაშვილის ოჯახმა ბაკურიანში მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც სახლს აშენებს; ასევე იყიდა ახალი ავტომანქანა აუდი A8, მასში დეკლარაციის მიხედვით 76 ათასი ევრო გადაიხადა.

მისმა მეუღლემ შეიძინა რეინჯ როვერ velar-ი (46 ათას ევროდ).

თუმცა იმავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ მანქანების შესაძენი და ბაკურიანში სახლის ასაშენებელი თანხა ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკიდან ისესხეს.

რა ფინანსებით შეიძინა ღარიბაშვილმა საათები?

როდის, რა ფინანსებით შეიძინა ძვირფასი საათები და რატომ არ აქვს ასახული ქონებრივ დეკლარაციაში ამის შესახებ თავდაცვის მინისტრს ორი კვირის წინ ოფიციალურად ვკითხეთ, თუმცა არ გვიპასუხა. ეს საათები საჩუქარიც რომ იყოს, კანონით დეკლარაციაში აუცილებლად უნდა აესახა და მჩუქებელიც უნდა დაესახელებინა, თუმცა თავდაცვის მინისტრის დეკლარაციებში ეს გრაფაც ცარიელია.

ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათები
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Civilian said:

ირაკლი ღარიბაშვილის საათი, დაახლოებით, 36 ათასი ლარი, ნუნუკა თამაზაშვილის კი, დაახლოებით, 18 ათასი ლარი ღირს.

სინამდვილეში სამჯერ ნაკლებია. როცა იყიდეს, ლარი მერე გაუფასურდა :gapraveba:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

არა და რა ჩლუნგი და პრიმიტიული მექანიზმია, ამ აქსესუარში ამდენი რატო უნდა დახარჯო? 50 დოლარიანიც კარგად მიკეთია რა :boli: 

ყველა ხელისუფლების აღსასრულის ჟამს მსგავს დეტალებზე საუბარს მიაქვს ტვინი...

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   149 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 148 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)