Guest Merlin Posted 18 ივნისი, 2021 Posted 18 ივნისი, 2021 პირველად სპორტის ისტორიაში მულტინაციონალურ ღონისძიებას 11 მასპინძელი ქვეყანა ჰყავს. Euro 2020-ის თამაშები ევროპის მთელ კონტინენტზე ტარდება. 24 მონაწილე ქვეყნიდან საკუთარ მოედანზე მატჩებს 9 მათგანი გამართავს: ინგლისი, უნგრეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, რუსეთი, შოტლანდია და დანია. რუმინეთი და აზერბაიჯანი კი, მიუხედევად იმისა, რომ ტურნირზე არ ასპარეზობენ, მატჩებს საკუთარ სტადიონებზე უმასპინძლებენ. Marko Đurica / Reutersახალი ფორმატის უპირატესობა/კრიტიკა პლატინი განმარტავს, რომ ტურნირის ამ ფორმატს ორი დიდი უპირატესობა აქვს: გულშემატკივარი და ეკონომიკა. ეკონომიკურად არასტაბილურ სიტუაციაში UEFA-ს არ სურდა, რომელიმე ქვეყანა დაევალდებულებინა, რომ ტურნირისთვის ემასპინძლა. ამით შესაძლოა, მათ ძალზე დიდი ზიანი მისდგომოდათ. ახალმა ფორმატმა კი ქვეყნებს შორის ხარჯები გაანაწილა. ევროპის ჩემპიონატი მსგავსი მიზნით ჩატარდა 2012 წელსაც, როცა მასპინძლის როლი უკრაინამ და პოლონეთმა გაიყვეს. ამასთან, გუნდისთვის შინ თამაში მატჩზე გულშემატკივართა დასწრებასაც გულისხმობს, რაც მათ თამაშზე დადებითად აისახება. Getty Imagesამ იდეის კრიტიკოსთა აზრით, მრავალმასპინძლიანობამ ტურნირის ჩატარება ლოგისტიკური კუთხით ძალიან გაართულა. ამასთან, გუნდები უთანასწორო პირობებში ჩააყენა. ზოგ მათგანს მატჩების საკუთარ სტადიონზე გამართვის პრივილეგია მისცა, ზოგს კი ქვეყნებს შორის მოგზაურობა აიძულა. პანდემიის გავლენა წესების დაცვის პროტოკოლი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მეტი მოგზაურობა დაინფიცირების რისკებს ზრდის. მაგალითად, განსაკუთრებული სირთულე ხვდა წილად უელსის ნაკრებს. ფეხბურთელები ჯერ ბაქოში უნდა ჩაფრინდნენ, შემდეგ კი – რომში. Playoff-ში მოხვედრისას კი ინგლისში მოუწევთ გადაფრენა, სადაც კოვიდპასპორტის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთენ. UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ ორგანიზაცია სირთულეებს ელის და მრავალი სათადარიგო გეგმა აქვთ. Valentyn Ogirenko / Reutersამ ყველაფერს სხვა რისკი თუ დაბრკოლებაც ემატება. მათ შორისაა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ამინდი და კლიმატი. სანკტ-პეტერბურგში ახლა ზამთარია, ბაქოში – ზაფხული. რატომ არ გადადო UEFA-მ ტურნირი? ასეთი მასშტაბური ღონისძიების გადადება ძალზე დიდ ზარალთან იყო დაკავშირებული. Associated Press-ის მონაცემებით, ზარალი 300 მილიონ ევროს მაინც შეადგენდა. ამასთან, 235 მილიონზე მეტი უკვე დაიხარჯა ასოციაციის წევრი ქვეყნების დასახმარებლად (პანდემიის პირობებში ეფექტიანად რომ ემუშავათ). გადადების შემთხვევაში საჭირო იქნებოდა რებრენდინგიც, რაც არსებული სპონსორების დაკარგვის საფრთხეს შექმნიდა. სწორედ ამის გამო არ შეიცვალა ტურნირის სახელიც – Euro 2020. Dan Mullan / Reutersიგეგმება თუ არა სამომავლოდ ტურნირის მსგავს ფორმატში გაგრძელება, ამაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს. ჩეფერინი არ გამორიცხავს მსგავს შესაძლებლობასაც, თუმცა, ჯერ წლევანდელმა ღონისძიებამ წარმატებით უნდა ჩაიაროს. ფავორიტები ტურნირის მთავარ ფავორიტად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი საფრანგეთის ნაკრები მიიჩნევა. გუნდი საოცარ ფორმაში მყოფი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული: კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი, ნ’გოლო კანტე, პოლ პოგბა, კარიმ ბენზემა, რაფაელ ვარანი. ეს შემადგენლობა ნებისმიერ გუნდს დასცემს თავზარს. „ლურჯებს” კენჭისყრაზე ნამდვილად არ გაუმართლათ, თუმცა, გერმანელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნაკრებმა Playoff-ში გასვლა თითქმის გაინაღდა. ახლა მათ წინ Euro 2016-ის ჩემპიონთან – პორტუგალიასთან შეხვედრა ელოდებათ, რომელმაც ფრანგები 4 წლის წინ ფინალში დაამარცხა. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა „მამლები” „ნავიგატორებთან” გამარჯვებასა და რევანშის აღებას. Kai Pfaffenbach / Reutersპორტუგალიას ზურგს კვლავ კრიშტიანო რონალდო უმაგრებს. 36 წლის ვარსკვლავისთვის ასაკი პრობლემას არ წარმოადგენს და ისევ საოცარ ფორმაშია. უნგრეთის ნაკრებთან გატანილი დუბლის შემდეგ, იგი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აუცილებლად აღსანიშნავია ნაკრების დაცვაც, რომელიც ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა. Hugo Delgado / EPAძალიან კარგ ფორმაშია ინგლისის ნაკრებიც. გუნდში ჰარი კეინიც დაბრუნდა, რომელმაც ორი წლის წინ ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა. მათთვის ეს ბოლო 28 წელში საუკეთესო შედეგი იყო. Tom Jenkins / The GuardianFifa World’s Rankings-ს თუ ვენდობით, ბელგია ტურნირის საუკეთესო გუნდია. ლიდერის პოზიცია მათ უკვე რამდენიმე წელია უკავიათ. თუმცა, ნაკრებში მრავალი პრობლემაცაა. ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო. აქსელ ვიცელი აქილევსის მყესის ტრავმას იშუშებს. Kirill Kudryavtsev / EPAრაც შეეხება გერმანიას, ის როგორც ყოველთვის, ანგარიშგასაწევი ძალაა. ლეგენდარული მწვრთნელისთვის – იოახიმ ლოვისთვის კი ეს უკანასკნელი ტურნირი იქნება, რომელსაც ნაკრების თავკაცის სტატუსით დაასრულებს. ლოვის გუნდს ნახევარფინალზე 3 ცდიდან უარესი შედეგი არ უჩვენებია. ვნახოთ, საწყისი მარცხის შემდეგ როგორ მოახერხებს გერმანიის ნაკრები „სიკვდილის ჯგუფის“ ფავორიტთა რიგებში დაბრუნებას. Alexander Hassenstein / Getty ImagesThe post Euro 2020-ის საფეხბურთო-ეკონომიკური მიმოხილვა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა