Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ-ის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ & თაგარტი

საფონდო ინდექსები გაიზარდა

გასული კვირის (7-11 ივნისი, 2021) ბოლოს საფონდო ინდექსები მნიშვნელოვნად გაიზარდა. S&P 500-ის ინდექსმა, კარგა ხნის მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ გადალახა ისტორიული მაქსიმუმი. მას ამისთვის 40-დღიანი „რბოლა“ დასჭირდა. რეკორდულ ზრდას ხელი გრძელვადიან ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებლის შემცირებამ შეუწყო (ობლიგაციების ფასები და სარგებელი ერთმანეთის საპირისპიროდ იცვლება).

ობლიგაციების პროცენტის შემცირებამ სხვა აქციების ფასზეც იმოქმედა. Nasdaq Composite-ის ინდექსი ზედიზედ მეოთხე კვირაა მატულობს. 11 ივნისის სესიაზე ზრდა აჩვენა Dow Jones Industrial Average (DJIA) ინდექსმაც.

11 ივნისი, 2021 წელი

S&P 500                                  4,247.44 (+0,1%) 

Nasdaq Composite                14,069.42 (+0,4%)            

DJIA                                         34,479.60 (+0,1%)

US 10-YR YIELD                      1.47% (+0.08%)

Bitcoin                                    37,338.0 (+1.79%)

S&P 500-ის ინდექსში ჯანდაცვის აქციები დომინირებდნენ. ფარმაცევტული წარმოების წილი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო ახალმა მედიკამენტმა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან წარმოების უფლება მიიღო. საფონდო ინდექსების ფასებზე სხვა ფაქტორებიც ახდენდა გავლენას: შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) მაისში 5%-ით გაიზარდა, რაც ერთი თვის პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მკვეთრი მატება იყო.

ასევე, მოქმედებს საბიუჯეტო გარღვევა, რომელმაც გასულ თვეში $2 ტრილიონს პირველად გადააჭარბა. აშშ-ის მთავრობის ვალმა მაისში $132 მილიარდს მიაღწია. ფედერალური მთავრობის სესხი ამჟამად $28.2 ტრილიონს შეადგენს, რაც მიმდინარე ფისკალურ წელს გადასახადის გადამხდელებს $319.9 მილიარდი დაუჯდებათ.

IPO-ის შემოსავლები იზრდება

აშშ-ის ლისტინგზე აღრიცხულმა IPO-ებმა (პირველადი საჯარო შეთავაზება) შესაძლოა, ივნისიდან აგვისტომდე $40 მილიარდი მოაგროვონ, რაც 1995 წლიდან არსებულ რეკორდს ($32 მილიარდი) მოხსნის. IPO-ს მთავარი პრეტენდენტები ამ ზაფხულს ამერიკული ფინანსური სერვისების ფირმა Robinhood და ჩინური Didi Chuxing არიან. ისინი ვაჭრობას ივლისიდან დაიწყებენ.

ამერიკელების ფასების ზრდის მოლოდინი აჩვენა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა მომხმარებელთა განწყობის გამოკითხვამ, რომელიც პარასკევს, 11 ივნისს გამოქვეყნდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ამერიკელები მიმდინარე წელს ფასების 4%-იან ზრდას ელოდებიან. წინა თვის ანალოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელები სამომხმარებლო ფასების 4.6%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

დოლარი მყარდება, ევრო და გირვანქა დაეცა

წინა პარასკევს ამერიკული დოლარის მიმართ ევრო (1 EUR = 1.2105 USD) და გირვანქა სტერლინგი (1 GBP = 1.4085 USD) გაუფასურდა. ვალუტების კურსზე ინვესტორების მოლოდინმა იმოქმედა, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ მაჩვენებელზე დარჩება ევროპასა და ბრიტანეთში. გირვანქა სტერლინგის კურსის დაცემას ისიც უწყობს ხელს, რომ ბრიტანეთმა შეზღუდვების მოხსნა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობა მთელი კვირის განმავლობაში შენელებული იყო, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინმა განაპირობა. როგორც ჩანს, ინვესტორებმა დაუჯერეს FED-ის მტკიცებას, რომ მაისში დაფიქსირებული ინფლაციის ზრდა დროებითი იქნებოდა.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი აგვისტო-სექტემბრის ნაცვლად, ობლიგაციების ყოველთვიური შესყიდვის პროგრამის შემცირებას მომავალი წლის დასაწყისამდე არ დაიწყებს. 

UPS მოგების ზრდას ვარაუდობს

გადაზიდვების ამერიკული გიგანტი UPS მომავალი სამი წლის განმავლობაში მოგების ზრდას ელოდება, წლიურად საშუალოდ 15%-ით.

UPS-ს 9 ივნისს შეხვედრა ჰქონდა ინვესტორებთან. ინვესტორებს მოგების ზრდისა და წილის გამოსყიდვის შესახებ უფრო კონკრეტული გეგმების მოსმენა სურდათ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. შესაბამისად, კომპანიის აქციები ოთხშაბათს 4.1%-ით დაეცა. საგულისხმოა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიას წლიურად 5%-იანი მოგება უფიქსირდებოდა. COVID-19-ის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა გადაზიდვების ბიზნესში. საჭირო გახდა ჯანდაცვის ინდუსტრიისთვის გადაზიდვების ტემპერატურის კონტროლით განხორციელება. შესაბამისად, UPS მოგების წლიურად 15%-მდე ზრდას ელოდება, რაც აქციების ფასშიც უნდა აისახოს. 

ჰამბურგერები ძვირდება

ამერიკული Burger King და Popeyes ფასების მატებას აანონსებენ ისეთ ძირითად ინგრედიენტებზე, როგორებიცაა საქონლის ხორცი, მაიონეზი და ბეკონი. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ბურგერებისა და სწრაფი კვების სხვა პროდუქტებში მეტის გადახდა მოუწევთ. 2021 წლის მეორე ნახევარში სწრაფი კვების ობიექტები ხორცპროდუქტების 8%-ით გაძვირებას ელოდებიან. ფასები აიწევს ღორის ხორცზეც, რაც ჩინეთში არსებული მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეული. მაიონეზი და სოიოს ზეთი კი, წარმოებაზე გაზრდილი ხარჯების გამო ძვირდება.

 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

The post აშშ-ის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share