Guest Merlin Posted 16 ივნისი, 2021 Posted 16 ივნისი, 2021 ჩრდილოეთ ამერიკის ჰეჯ-ფონდები კრიპტო-ცნობისმოყვარე ინვესტორების ავანგარდში იმყოფებიან. თუმცა მათ არც ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ფონდები ჩამორჩებიან. ხუთი წლის განმავლობაში ფონდები თავიანთი აქტივების 6.8%-ის ფლობას კრიპტოვალუტაში მოელიან. მსოფლიოში ჰეჯ-ფონდების 100 მთავარი ფინანსური ოფიცრის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექტორი კრიპტოვალუტების ზემოქმედების მნიშვნელოვან ზრდას უახლოეს პერიოდში ელოდება. Intertrust-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სექტორის ზრდის შემთხვევაში, გლობალური ჰეჯ-ფონდების მიერ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები შეიძლება 312 მილიარდ დოლარს შეადგენდეს. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ფონდები კრიპტოვალუტაში მათი პორტფელის გაზრდას 10.6%-მდე ელოდებიან. ეკონომიკაში ინფლაციური ტენდენციების ფონზე ჰეჯ-ფონდის ისეთი მენეჯერი, როგორიცაა პოლ ტიუდორ ჯონსი, ამჟამად, ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. SkyBridge Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენტონი სკარამუჩი, ანალოგიურად აფასებს ბიტკოინის პოტენციალს. ის მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ოქროზე ღირებულია. The post კვლევა: 5 წელში ჰეჯ-ფონდების კაპიტალი კრიპტოვალუტაში 6-დან 10%-მდე გაიზრდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა