Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის ბირჟების მონიტორინგი დაიწყო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_776495818-300x200.jpg

სამხრეთ კორეაში ბანკებისა და კრიპტო ბირჟებისთვის მარეგულირებლის ახალი წესები ამოქმედდა.

ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისიის მიერ გამოცხადებული ახალი რეგულაციები ქვეყანაში კრიპტოვალუტის 60–მდე არაავტორიზირებულ ბირჟაზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს.

ბანკების ახალი პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც ციფრულ ვალუტასთან კავშირი ექნება, როგორც „მაღალი რისკის მქონე“, ისე უნდა შეფასდეს.

Korea Times-ის თანახმად, ახალი წესები კრიპტოვალუტის ბირჟების გაძლიერებას, ოპერაციების მონიტორინგსა და მომხმარებლის პირადობის მოთხოვნების დაცვას ემსახურება.

მარეგულირებლის მოთხოვნის მიხედვით, ბირჟებს რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთებისთვის ვადა დაახლოებით თვე-ნახევარი აქვთ.

წარდგენის შემდეგ, სამი თვის განმავლობაში ფინანსური დაზვერვის ოფიციალური პირები განმცხადებლის კრიპტო სავაჭრო საქმიანობას შეისწავლიან.

თავის მხრივ, ბანკებს მოუწევთ უარი განაცხადონ ნებისმიერ კლიენტზე, რომელიც არ შეასრულებს პირადობის მოწმობის გადამოწმების მითითებებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები მარეგულირებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შემდეგ მარეგულირებელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებას უკანონო ქმედებებთან ბრძოლის მიზნით აპირებს.

The post სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის ბირჟების მონიტორინგი დაიწყო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share