Guest Merlin Posted 15 ივნისი, 2021 Posted 15 ივნისი, 2021 Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას Polkadot-სა და Kusama-სთვის გამოიყენებს. Stake Technologies-მა, დეცენტრალიზებული პროგრამებისა და Web 3.0 პროტოკოლების ინფრასტრუქტურის მომწოდებელმა, ცოტა ხნის წინ, გახსნილი სტრატეგიული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით 10 მილიონი დოლარი მოაგროვა, რათა დაეხმაროს Polkadot-სა და Kusama-ს ეკოსისტემების შექმნის საკითხში. საინვესტიციო რაუნდს კომპანია Fenbushi Capital-ი უძღვებოდა, ხოლო მონაწილეობას იღებდნენ Hypersphere Ventures-ი, Gumi Cryptos-ი, IOSG Ventures-ი, TRG Capital-ი, AU21 Capital-ი და სხვები. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში Binance Labs-მა Polkadot–ის ეკოსისტემის განვითარებას მხარი დაუჭირა. Binance Labs–მა მოახდინა 2,4 მილიონი დოლარის მობილიზება, Polkadot პროტოკოლზე დაფუძნებული “ჭკვიანი კონტრაქტების”, Plasm Network-ის A რაუნდის დასაფინანსებლად. Plasm Network–ის დაფინანსების რაუნდი არის პირველი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა Binance Labs–ის 10 მილიონი დოლარის ფონდის გამოყენებით, Polkadot–ის ეკოსისტემის პროექტების მხარდასაჭერად. The post Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას შექმნის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა