Guest Merlin Posted 15 ივნისი, 2021 Posted 15 ივნისი, 2021 გასულ კვირას ნიდერლანდების ცენტრალური დაგეგმვის ბიუროს (CPB) დირექტორი, პიტერ ჰასეკამპი (Pieter Hasekamp) კრიპტოვალუტების წინააღმდეგ, ქვეყანაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის, მაინინგის და დაგროვების აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა. მისი აზრით, კრიპტოვალუტების ბაზარი ადრე თუ გიან ჩამოიშლება და მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ინვესტორების დაცვა. საპირისპირო პოზიცია აქვს ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრს, ვოპკე ჰეკსტრას (Wopke Hoekstra). მან განაცხადა, რომ კარგად ესმის ჰასეკამპის მიერ გაჟღერებული პრობლემები, თუმცა ციფრული აქტივების სრული აკრძალვა ნაკლებად ეფექტური იქნება, ვიდრე მათი სწორი რეგულირება. „ჩემი დაკვირვებით, აქტივის რეგულირება ყოველთვის უფრო ეფექტურია ვიდრე მისი აკრძალვა.“- განაცხადა ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა. წყარო: https://bits.media The post ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტების აკრძალვის წინააღმდეგია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა