Jump to content
×
×
  • Create New...

„Tesla-მ შესაძლოა ბიტკოინით ანგარიშსწორება განაახლოს“- ილონ მასკი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ილონ მასკის (Elon Musk) განცხადებით, Tesla ბიტკოინში გადახდებს მაშინ განაახლებს, როცა მაინერები ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებაზე გადავლენ.

ეს განცხადება მან Sygnia-ს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა ვეჟიცკას (Magda Wierzycka) პასუხად გააკეთა, რომელმაც მას კრიპტოვალუტის ბაზრით მანიპულირებაში დასდო ბრალი. ვეჟიცკას აზრით, Twitter-ის მეშვეობით მასკი ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების კურსებზე მოქმედებს, რათა დამატებითი შემოსავალი მიიღოს. მან მოუწოდა კიდეც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიას (SEC) გამოიძიონ მასკის საქმიანობა.

„ეს არ არის სწორი. Tesla-მ საკუთარი ბიტკოინების 10% იმისთვის გაყიდა, რომ დარწმუნებულიყო პოზიციის ლიკვიდირება სწრაფად და მარტივად, ბაზარზე გავლენის მოხდენის გარეშე შეიძლებოდა. მას შემდეგ რაც დავრწმუნდებით, რომ ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო ენერგიის 50%-ზე მეტი განახლებადი წყაროებიდან მიიღება, Tesla ბიტკოინში ანგარიშსწორებას განაახლებს.“-დაწერა მასკმა.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მასკის კომპანიამ ბიტკოინში 1.5 მილიარდი დააბანდა. აპრილში Tesla-მ  ბიტკოინების 10% გაყიდა. მაშინ ილონ მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას საკუთარი ბიტკოინები არ გაუყიდია. 

წყარო: https://bits.media

  

 

The post „Tesla-მ შესაძლოა ბიტკოინით ანგარიშსწორება განაახლოს“- ილონ მასკი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share