Jump to content
×
×
  • Create New...

კოპა ამერიკა ბრაზილიამ მოგებით გახსნა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

კოპა ამერიკა 2021-ის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელებმა ვენესუელა 3:0 დაამარცხეს. ანგარიში ნეიმარის პასით მარკინიოსმა მატჩის პირველ ნახევარში გახსნა. ნეიმარმა 64-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ბრაზილიელთა უპირატესობა განამტკიცა. 89-ე წუთზე კი გაბრიელ ბარბოსამ შეხვედრას წერტილი დაუსვა, შედეგიანი გადაცემა კვლავ ნეიმარმა გაიფორმა.

ამავე, B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოლუმბიამ ეკვადორი 1:0 დაამარცხა. ამ გუნდების გარდა ჯგუფში პერუს ნაკრებიცაა.

A ჯგუფში კი პლეიოფის საგზურისთვის არგენტინის, ჩილეს, პარაგვაის, ბოლივიისა და ურუგვაის ნაკრებები იბრძვიან.

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, step-by-step said:

ბრაზილია-არგენტინა დაიდოს ფინალი

იმედია, ურუგვაი-პარაგვია  შეგრჩებათ 3

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი

არგენტინა - კოლუმბია, ბრაზილია - პერუ, ანუ ფინალი დაიდო ბრაზილია და არგენტინა და ეგ არის.

ხოლო ფინალში მესი მოიგებს ;)

Share on other sites

კოპა ამერიკა 2021-ის ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიამ პერუ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ნეიმარის გადაცემით ლუკას პაკეტამ გაიტანა. ბრაზილიელები მატჩის მიმდინარეობისას უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა პერუელთა მეკარის, პედრო გარესეს კარგი თამაში, ტურნირის მასპინძლები უფრო დიდი სხვაობითაც მოიგებდნენ.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებები შეხვდებიან, ფინალი კი 11 ივლისს გაიმართება.

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share