Jump to content
×
×
  • Create New...

ყველაზე მდიდარი ქალი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ფრანსუაზ ბეტანკური ამჟამად დედამიწის ყველაზე მდიდარი ქალია. კომპანია L’oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილმა 2017 წელს მემკვიდრეობით $56.8 მილიარდი მიიღო და აქტიურად ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში. დღეს ის L’oreal-ის 33%-იანი წილის მფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრიცაა. საინტერესოა ისიც, რომ ბიზნესსაქმიანობის გარდა, ფრანსუაზი საკმაოდ დიდ დროს უთმობს წერას და მუსიკას.

L'orealREUTERS / Eric Gaillard

ბეტანკურის ბებია იუჟინ შულერი პროფესიით ფარმაცევტი იყო. მან 1908 წელს თმის შეღებვის ახალი ფორმულა გამოიგონა, რომელსაც ლორეალი უწოდა. სწორედ ამ პროდუქტმა მოუტანა მას დიდი შემოსავალი.
მანამდე ბებიის ქონება ფრანსუაზის დედამ, ლილიენმა, 1957 წელს მიიღო და მალევე მოიპოვა საზოგადოების პატივისცემა. ამ პერიოდში ბეტანკურების ოჯახმა საფრანგეთში გლამურული და ექსკლუზიური წვეულებებით გაითქვა სახელი. ამ მხრივ ფრანსუაზი წინაპრებს სულაც არ ჰგავს. მას სოციალურ ურთიერთობებზე მეტ სიამოვნებას სახლში ყოფნა, წერა და ფორტეპიანოზე დაკვრა ანიჭებს.

ლილიენ ბეტანკურიPascal Le Segretain / WireImage

აღსანიშნავია, რომ ფრანსუაზს და დედამისს უნაკლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. ლილიენი ინტერვიუებში შვილს ხშირად არც ისე დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა ფრანსუაზმა დედამისის იმჟამინდელ პარტნიორს სასამართლოში უჩივლა. მოხუცებულ ლილიენს უკვე გართულებული დემენცია ჰქონდა, შვილის აზრით კი, მის პარტნიორს მხოლოდ მატერიალური მიზნები ამოძრავებდა და ქალის ავადმყოფობით სარგებლობდა. სკანდალებით სავსე სასამართლო პროცესი საბოლოოდ ფრანსუაზის სასარგებლოდ დასრულდა. დედამისის პარტნიორს 2.5-წლიანი სასჯელი და ბეტანკურებისთვის 158 მილიონი ევროს დაბრუნება ხვდა წილად.

ბეტანკურების სკანდალიJEAN-PIERRE MULLER / Getty Images

2017 წელს ლილიენ ბეტანკური გარდაიცვალა და ფრანსუაზმა მემკვიდრეობა მიიღო. ფულის გარდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბეტანკურების პარიზში მდებარე მამული და სახლია. მდიდრული ვილა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ბრეტონის სანაპიროზეა გაშენებული.

ბეტანკურების ვილაTHOMAS BREGARDIS / Getty Images

ამჟამად ფრანსუაზ ბეტანკურის მთავარ საქმიანობად მაინც მწერლობა ითვლება. ის წერს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბერძნულ მითოლოგიასა და ქრისტიანულ-ებრაულ კავშირებზე…

ფრანსუაზ ბეტანკურიALAIN JOCARD / Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ მწერლობას მისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს, L’oreal-ის წყალობით, ფრანსუაზის ქონება იზრდება. 2021 წლის Forbes-ის მილიარდერთა სიაში, ბეტანკური $73.6 მილიარდით, მე-12 ადგილს იკავებს.

The post ყველაზე მდიდარი ქალი appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share