ფორუმელი კარქი გოგო Posted 13 ივნისი, 2021 Posted 13 ივნისი, 2021 მინდა ვიყიდო და რჩევებს მივიღებ @საწყალი ოსვალდო რიოსი ხომ არ იცი რამე უსაფრთხოა ან რამდენად საფრთხის შემცველი და ა.შ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 7 საათის წინ, კარქი გოგო said: ხომ არ იცი რამე კი, რაღაცები ვიცი და ქვემოთ მოგახსენებ, ახლა ვსაუზმობ ჯერ მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 7 საათის წინ, კარქი გოგო said: უსაფრთხოა ან რამდენად საფრთხის შემცველი მეზობელმა იყიდა და ორ კვირაში ქმარი გადაჭრა შემთხვევით შუაზე. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კარქი გოგო Posted 14 ივნისი, 2021 Author Posted 14 ივნისი, 2021 (შესწორებული) 1 საათის წინ, დათვების მეგობარი said: მეზობელმა იყიდა და ორ კვირაში ქმარი გადაჭრა შემთხვევით შუაზე. ქმარი არ მყავს და ვინც მყავს იმას მოუწევს შენი მეზობლის ქმარივით ვატყობ, ისე მიშლის ნერვებს? Edited 14 ივნისი, 2021 by კარქი გოგო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 ზომა, წონა, დიოდების ზომა, დენის მოცულობა, რა საქმისთვის გინდა აქვს თუ არა გაგრილების სისტემა გადახურებისგან რომ დაიცვას, რისთვის აპირებ გამოიყენო და სად , ამეებზე იფიქრე. თუ უბრალოდ ვინმეს გინდა თვალები ატკინო იყიე ნებისმიერი მუშა სვარკა ან შენ დადექი ასე 5 წუთი და თვალი არ მოაშორებონო ?? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 @კარქი გოგო კოროჩე მე ვიყიდე ამ სამი წლის წინ Scpindel მარკის შედუღeბის აპარატი mma-200a, რომელიც მაქსიმუმ 200 ამპერ დენს იძლევა ელექტროდზე (სახელშიცაა ეგ ფაქტი ასახული). ზედ გერმანისი დროშა კი ახატია და საიტებზეც გერმანულად აქვთ გასაღებული, მაგრამ მე კარგად რომ დავათვალიერე, ჩინეთში დამზადებული აწერია. რაკი ჩინურია, როგორც სანდო წყაროები ამბობენ, მაშინ 200-ს ნაცვლად უნდა ჩავთვალოთ, რომ რეალურად სადღაც 150 ამპერს უნდა იძლეოდეს მაქსიმუმს. ეხლა ეგ ამპერები რას გვიწყვეტს - რაც უფრო მაღალი ამპერაჟი აქვს, მით უფრო სქელ ელექტროდზეც შეგიძლია წარმატებით ამუშაო ჩვენს ბაზარზე არსებობს შემდექი სისქის ელექტროდები - 2,5მმ, 3.2მმ, 4მმ და 5მმ დიამეტრის. ინტუიციურად ალბათ უკვე ხდვები, რომ რაც უფრო თხელ მეტალთან გიწევს მუშაობა, ელექტროდიც უფრო პატარა დიამეტრის იქნება საჭირო. სქელი ელექტროდი და მისი შესაბამისი დენი დაგიწვავს თხელ ლითონს, ვერ შეადუღებ და პირიქით - წვრილი ელექტროდით სქელ რკინას საკმარისად ვერ გააცხელებ, რომ ღრმად და საიმედოდ შეადუღო. ამ ჩემ შპინდელს მაშინ აქციაში გადავაწყდი და რომ მოვიძიე ინფო, ჩინურის კვალობაზე საკმაოდ კარგი დახასიათება ჰქონდა და ავიღე. მოჰყვა რკინის ჯაგრისი და სათვალე. სათვალეზე გამახსენდა - საფრთხეები გაინტერესებდა და ბარემ გეტყვი: ეს რაც სათვალე მოჰყვა თვალებს კი იცავს, მარა დანარჩენ სახეზე თუ რამე სხვა არ აიხვიე, სერიოზულ რუჯს მიიღებ. ჩათვალე სოლარიუმია. ასევე სპეციალური ტყავის ან სქელი ნაჭრის ხელთათმანებით უნდა იმუშავო და სპეც. კომბინეზონი თუ არ გაქვს, უბრალო ჯინსებიც მშვენივრად დაგიცავს (შარვალი და ქურთუკი). სინთეტიკური მასალის ტანსაცმელი არ ჩაიცვა, დაგიდნობს შხეფები თუ მოგხვდა და შეიძლება კანამდეც შეატანოს. აი ჯინსში კი მშვიდად იქნები. და მკლავიანი უნდა გეცვას, თორემ მკლავებსაც გირუჯავს ხელთათმანის ზემოთ. ხოდა მაგ სათვალით მუშაობას ისევ მამაპაპური მთლიანი ნიღაბი სჯობს. ზოგ აპარატს შეიძლება მთლიანი ნიღაბიც მოჰყვებოდეს, არაა გამორიცხული. მე კ იეგ შპინდელი მაქვს, მარა ისე აქ ჩვენთან უფრო სერიოზულებიდან უკრაინული პატონის ფირმის აპარატებია გაყიდვაში, ეგენი უკვე რაც არის დეკლარირებული, რეალურადაც იმ სიმძლავრისაა. და უფრო მარტივია სასწავლად. მაგალითად რომ კითხულობ სახელმძღვანელოში, რომ 1,5მმ სისქის რკინის ფურცლის შესადუღებლად 2,5მმ-ანი ელექტროდი უნდა ამუშავო 80ამპერზე, დააყენებ მაგ ამპერაჟს და ელექტროდს და უბერავ გემრიელად, იმ ჩინურზე უნდა ცდით და შეცდომებით უნდა ისწავლო როგორი დენი შეურჩიო კონკრეტულ ელექტროდს, რომ ნორმალურად იმუშაო. 1 მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 (შესწორებული) ხო, ეს შპინდელიც და პატონიც და უმეტესობაც ახლა ბაზარზე არსებული აპარატების არის ინვენტორული ტიპის, ანუ ჩვეულებრივ ქსელში, შტეფსელში შეგიძლია ჩართო და დენი თამაშს არ დაიწყებს, არ იქნება საჭირო მაცივარის და სხვა ხელსაწყოების გამორთვა. ადრე იყო ტრანსფორმატორული აპარატები, რომელიც მუშაობისას მთელ სამეზობლოს აწვალებდა. და ეს ინვენტორულები არაა მასეთი ისე მე ის ტრანსფორმატორულიც მაქვს Edited 14 ივნისი, 2021 by საწყალი ოსვალდო რიოსი მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Rossi Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 10 საათის წინ, კარქი გოგო said: მინდა ვიყიდო და რჩევებს მივიღებ @საწყალი ოსვალდო რიოსი ხომ არ იცი რამე უსაფრთხოა ან რამდენად საფრთხის შემცველი და ა.შ რა გაქვს ამისთანა დასადუღებელი, გამოართვი ვინმეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა