Jump to content
×
×
  • Create New...

ტაილანდმა NFT და კიდევ რამდენიმე სახის ტოკენებით ვაჭრობა აკრძალა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) კრიპტობირჟებისთვის ახალი წესები შემოიღო, რომლებიც NFT ტოკენებით, ფან-ტოკენებით და მემე ტოკენებით, ასევე ბირჟების ტოკენებით ვაჭრობას კრძალავს.

წესებში აღნიშნულია, რომ ბირჟების მიერ გამოშვებული კრიპტოაქტივები  უნდა შეესაბამებოდეს ცალკეულ თეთრ წიგნებს (White Paper), ისევე როგორც ციფრული აქტივების მიმართ არსებულ სხვა მოთხოვნებს. თუ ბირჟები ამ მოთხოვნებს ვერ ასრულებენ, ტოკენების პლატფორმიდან ამოღება უნდა მოხდეს.

ტაილანდურ ბირჟებს ახალი წესების დასაკმაყოფილებლად 30 დღის ვადა მიეცათ. ახალი წესების მიხედვით ფაქტიურად იკრძალება ისეთი ტოკენებით ვაჭრობა, როგორიც Dogecoin და ადგილობრივი კრიპტობირჟის ტოკენი Bitkub Coin-ია.

ტაილანდის SEC-ი ქვეყანაში კრიპტოვალუტებსა და ბირჟებს საკმაოდ მკაცრად არეგულირებს. მაისში კრიპტობირჟების მომხმარებლებისთვის იდენტიფიკაციის გავლის აუცილებელი პროცედურები შემოიღეს. SEC-მა ასევე გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც კრიპტოვალუტებში ინვესტირება ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომელთა შემოსავალი 1 მილიონ ბატზე ($33 000) მეტს შეადგენდა. თუმცა ამ შეზღუდვამ საზოგადოება აღაშფოთა და ის მალევე გააუქმეს.

ასევე გავრცელდა ხმები, რომ ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისია DeFi ტოკენების ემიტენტებს სპეციალური ლიცენზიის აღებას დაავალდებულებს.

წყარო: https://bits.media

 

The post ტაილანდმა NFT და კიდევ რამდენიმე სახის ტოკენებით ვაჭრობა აკრძალა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share