Jump to content
×
×
  • Create New...

ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული რეალის შემოღება „ორი-სამი წლით“ გადადო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბრაზილიის ბანკის განცხადების თანახმად, მარეგულირებელს  სახელმწიფო კრიპტოვალუტის ამოქმედებისთვის მეტი დრო დასჭირდება. ციფრული რეალის შემოღების ვადები ცენტრალური ბანკის მიმდინარე პროექტების განვითარებაზე და სახელმწიფო ციფრული ვალუტის სფეროში სხვა ქვეყნების ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

„ბრაზილიის ცენტრალური ბანკის დღევანდელი შეფასებით, სახელმწიფო კრიპტოვალუტის შემოღებისთვის საჭირო პირობები ორი-სამი წლის შემდეგ იქნება მიღწეული.“- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ბანკის მხრიდან გაკეთებული ახალი განცხადებები არ ემთხვევა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, რობერტო კამპოს ნეტოს (Roberto Campos Neto) წინამორბედ განცხადებებს, რომელთა მიხედვით ქვეყანა ციფრული ვალუტის შემოღებისთვის მზად უკვე მომავალ წელს უნდა ყოფილიყო. ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფო კრიპტოვალუტის შემოღების შესაძლებლობების შესწავლა გასული წლის ზაფხულში დაიწყო, მიმდინარე წლის აპრილში კი ითქვა რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

„ბრაზილიის სახელმწიფო კრიპტოვალუტის ამოქმედება ხელმისაწვდომს გახდის ახალ ინსტრუმენტებს ციფრულ ეკონომიკაში ინოვაციებისა და კონკურენციის სტიმულირებისთვის, შეამცირებს ნაღდი ფულის გამოყენებას და შესაბამისად დანახარჯებს მომსახურებაზე, გააუმჯობესებს ტრანსსასაზღვრო გადახდების პროცესებს, ხელს შეუწყობს უკანონო საქმიანობის აღკვეთას და გააუმჯობესებს წვდომას ფინანსურ სერვისებთან“- აცხადებს ბრაზილიის ცენტრალური ბანკი.

მარეგულირებელი ასევე აღნიშნავს, რომ აქტიურად იღებს მონაწილეობას ეროვნული კრიპტოვალუტების გლობალურ სტანდარტებთან დაკავშირებულ საერთაშორისო განხილვებში და რომ შემდეგი ნაბიჯი მათი ბრაზილიის ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება იქნება.

„ციფრული რეალის სასურველი მახასიათებლების თაობაზე საყოველთაო დირექტივების შემოღების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო დისკუსია დაგვეხმარება უკეთ შევიმეცნოთ სახელმწიფო კრიპტოვალუტის პოტენციალი, კონკრეტულ შემთხვევაში  ბრაზილიის ეკონომიკასთან მიმართებაში.“

ბანკის გეგმის თანახმად, ციფრული რეალი ნაღდ ფულთან და საბანკო დეპოზიტებთან პარალელურად იმოქმედებს.  

წყარო: https://bits.media

 

The post ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული რეალის შემოღება „ორი-სამი წლით“ გადადო appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share