Jump to content
×
×
  • Create New...

„ნიდერლანდებმა კრიპტოვალუტები უნდა აკრძალონ“- პიტერ ჰასეკამპი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნიდერლანდების ცენტრალური დაგეგმვის ბიუროს (CPB) დირექტორი, პიტერ ჰასეკამპი (Pieter Hasekamp) დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტების კრახი გარდაუვალია. ის ნიდერლანდების მთავრობას ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების დაუყოვნებლივ აკრძალვისკენ მოუწოდებს.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ჰასეკამპის კრიტიკული მოსაზრებები გამომცემლობა Het Financieele Dagblad-ში გამოქვეყნდა. ის წერს, რომ ინვესტორების დასაცავად ნიდერლანდების მთავრობამ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, მაინინგსა და ციფრული ვალუტების დაგროვებასაც კი ბოლო უნდა მოუღოს.

ჰასეკამპის აზრით, კრიპტოვალუტების აკრძალვა ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების ფასის ვარდნას გამოიწვევს და კრიპტოვალუტის ბაზრებისთვის „დასასრულის მომასწავებელი იქნება.“

„ბოლოს და ბოლოს, ამ პროდუქტებს თავისთვად არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ და ყურადღებას მხოლოდ იმიტომ იქცევენ, რომ მათ სხვა ადამიანები ყიდულობენ.“-აღნიშნავს ის.

წლის დასაწყისში ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა დააწესა მოთხოვნები, რომელთა მიხედვით კრიპტობირჟების მომხმარებლებს ციფრული აქტივების გამოსატანად მისამართების ვერიფიკაცია უნდა მოეხდინათ. აპრილში ეს მოთხოვნა გააუქმეს.

წყარო: https://bits.media

The post „ნიდერლანდებმა კრიპტოვალუტები უნდა აკრძალონ“- პიტერ ჰასეკამპი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share