Guest Merlin Posted 12 ივნისი, 2021 Posted 12 ივნისი, 2021 კრიპტობირჟამ Binance კლიენტებს აცნობა, რომ 11 ივნისიდან ისინი ანგარიშზე ბანკ Silvergate-ის მეშვეობით ფულადი სახსრების აშშ დოლარში შეტანას და გამოტანას ვეღარ შეძლებენ. 2021 წლის 11 ივნისის შემდეგ ბირჟის Silvergate ანგარიშზე აშშ დოლარში შეტანილი დეპოზიტები მომხმარებლებს 21 სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ. ამასთან, დაბრუნებული თანხა ბანკის საკომისიოს დაქვითვასთან დაკავშირებით შესაძლოა ნაკლები იყოს. Binance-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ყველა შესაძლო ზომას მიმართავენ, რომ კლიენტებს ალტერნატიული გადაწყვეტილება შესთავაზონ. Binance Silvergate-თან გასული წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს. მათ შორის პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სოციალური ქსელების მეშვეობით მომხმარებლები იტყობინებოდნენ, რომ Binance-ის ანგარიშზე Silvergate-ის მეშვეობით თანხის შეტანისას სირთულეებს აწყდებოდნენ. თანხის ასახვა ბირჟის ანგარიშზე დიდი ხნის დაგვიანებით ხდებოდა. Silvergate-ის ხელმძღვანელობას Binance-თან ურთიერთობის გაწყვეტაზე განმარტება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. Silvergate-ის მონაცემებით, მან 2020 წლის III კვარტალის მანძილზე მომსახურება ბლოკჩეინისა და ციფრული ვალუტების სფეროში მომუშავე 928-მდე კომპანიას გაუწია. ამ პერიოდის მანძილზე ბანკის ანგარიშზე 586 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები შევიდა. წყარო: https://bits.media The post ბანკმა Silvergate ბირჟა Binance-თან თანამშრომლობა გაწყვიტა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა