Jump to content
×
×
  • Create New...

BlockFi ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის პლატფორმას ქმნის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის საკრედიტო სერვისი BlockFi ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და დიდი კაპიტალის მქონე კლიენტებისთვის პლატფორმა BlockFi Prime-ს აამოქმედებს.

კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, სერვისი რეალურ დროში კოტირებასა და მომდევნო დღეს ანგარიშსწორებას მოიცავს. პლატფორმა განკუთვნილი იქნება აქტივების მმართველი კომპანიებისთვის, საოჯახო საინვესტიციო ფირმებისთვის, შეძლებული კერძო პირებისთვის, ჰეჯ-ფონდებისთვის, კერძო საინვესტიციო კომპანიებისა და კორპორატიული სტრუქტურებისთვის. ახლო მომავალში BlockFi სერვისისთვის მარჟინალური ვაჭრობისა და ავტომატური მარჟინალური კრედიტირების შესაძლებლობების დამატებას გეგმავს.

ახალი სერვისის შექმნის აუცილებლობა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტის ბაზრების მიმართ გაზრდილმა ინტერესმა გამოიწვია. BlockFi ინსტიტუციონალურ ინვესტორებს Prime მიმართულებას Coinbase-სის, Genesis Trading-ისა და სხვა კრიპტოვალუტის ფირმების ანალოგიურად სთავაზობს.

„ სერვისის დამატება ჩვენმა კლიენტებმა გვთხოვეს, რადგან ციფრული ფინანსების სფეროში მოქმედი ახალი თაობის კომპანიებს შორის ჩვენ აქტივებისა და პასივების ყველაზე დიდი ბალანსი გვაქვს.“- განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ოლსონმა (David Olsson). „პირველივე დღიდენ ბიზნესის შექმნა ისე დავიწყეთ , რომ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა ორგანიზაციებისთვის გვქონოდა.“

რამდენიმე დღის წინ სერვისმა BlockFi ფინანსირების რაუნდის ფარგლებში 500 მილიონი დოლარი მიიზიდა. ახლა BlockFi-ის კაპიტალიზაცია 4.75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

წყარო: https://bits.media

 

The post BlockFi ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის პლატფორმას ქმნის appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share