Jump to content
×
×
  • Create New...

BlockFi-ის აღმასრულებელი დირექტორი რეგულაციების შემოღებას დადებითად აფასებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_766661446-300x200.jpg

BlockFi-ის აღმასრულებელი დირექტორი, ზაკ პრინცი შეერთებული შტატების სენატორ ელიზაბეტ უორენს ეთანხმება მხოლოდ იმ საკითხში, რომ კრიპტო ინდუსტრიაში დიდი ხმაურია. მიუხედავად ამისა, იგი ელოდება, რომ რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებები კრიპტო ეკოსისტემაზე დადებითად აისახება.

“მარეგულირებელი სისტემის სიცხადე კრიპტო კომპანიებს საშუალებას აძლევს განაგრძონ ინოვაციური პროექტების შექმნა”,- განაცხადა BlockFi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ზაკ პრინცის აზრით, ციფრული ვალუტის ინდუსტრია უამრავ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის.

კითხვაზე, თუ რა აზრი აქვს კრიპტოვალუტის მოსალოდნელ რეგულაციებს, მან აღნიშნა, რომ ელოდება, რომ წესები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გახდება:

”მარეგულირებელი სიცხადე საშუალებას აძლევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა BlockFi, განაგრძონ ინოვაციური პროექტების განვითარება”.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში სენატის საბანკო კომიტეტმა აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საკითხი სხდომაზე განიხილა, სადაც სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა.

სენატორმა Dogecoin-ს ყალბი ვალუტა უწოდა. ელიზაბეტ უორენმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ცვალებადი ხასიათი მას უვარგის სავაჭრო საშუალებად აქცევს.

The post BlockFi-ის აღმასრულებელი დირექტორი რეგულაციების შემოღებას დადებითად აფასებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share