Jump to content
×
×
  • Create New...

UEFA EURO a.k.a ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი


Guest მიმართეთ პრეს-სამსახურს
 Share

ვინ გავა ფინალში?  

2 members have voted

  1. 1. ვინ გავა ფინალში?

    • საფრანგეთი
      0
    • გერმანია
      1
    • ინგლისი
      0
    • იტალია
      1
    • ესპანეთი
      0
    • სხვა (დაწერეთ პოსტში)
      0


Recommended Posts

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდა. შეხვედრა შვეიცარიელებმა პენალტები სერიაში მოიგეს. გადამწყვეტი პენალტი კილიან მბაპეს იან ზომერმა აუღო.

ანგარიში მე-15 წუთზე ჰარის სეფეროვიჩმა გახსნა. შვეიცარიელებს უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა უგო ლორისმა რიკარდო როდრიგესის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.

57-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა, 59-ზე კი ფრანგები დააწინაურა. 75-ე წუთზე პოლ პოგბამ შორეული დარტყმით მსოფლიო ჩემპიონის უპირატესობა განამტკიცა, თუმცა შვეიცარიელები არ დანებდნენ და 81-ე წუთზე სეფეროვიჩმა სხვაობა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მარიო გავრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა.

დამატებით დროში გოლი არ გასულა.

შვეიცარიელთა მეტოქე მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელმაც არანაკლებ სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში ხორვატიას 5:3 მოუგო. გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გახდა ცნობილი.

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალია ესპანეთს დაუპირისპირდა. გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ფედერიკო კიეზამ გახსნა, წონასწორობა კი ალვარო მორატამ აღადგინა.

დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი იტალიელებმა ესპანელებს აჯობეს. ჯანლუიჯი დონარუმამ ალვარო მორატას პენალტი აუღო, გადამწყვეტი გოლი კი ჟორჟინიომ გაიტანა და იტალიამ ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისისა და დანიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი “უემბლიზე” 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 დაიწყება.

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   26 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 24 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(2)
    • t-90