Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ-ის საფონდო ბაზრის მიმოხილვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ & თაგარტი

 

აშშ-ის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება

ორშაბათის, 7 ივნისის, სავაჭრო სესიაზე Dow Jones Industrial Average ინდექსი 0,36%-ით დაეცა, ხოლო S&P 500-მა ისტორიული მაქსიმუმი ვერ გადალახა. ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მას სულ რაღაც 1% რჩება. Nasdaq 0,49%-ით გამყარდა. მის ინდექსზე Biogen-ის (BIIB) 28%-იანმა ზრდამ იმოქმედა, რომლის მიერ გამოშვებული პრეპარატი FDA-მ (აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია) დაამტკიცა. აღნიშნული პრეპარატი ალცჰაიმერის ახალი სამკურნალო საშუალებაა. ის ბაზარზე 18-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა.

DJIA                               34,599.82 (-0,09%)

S&P 500                        4,227.26 (+0,02%)     

Nasdaq Composite      13,924.91(+0,31%)                  

US 10-YR YIELD           1.528(-2,61%)

Bitcoin                          32,826.74(-7,60%)

წინა კვირას აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი 1,5%-ს გაუტოლდა, რაც ეკონომიკის მოძლიერებაზე მიუთითებს. თუმცა, ზრდა იმ დონის არ არის, რომ ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდოს.

რაც შეეხება გასული კვირის ვაჭრობას, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ძირითადი აქციების ფასი გაიზარდა და გრძელვადიანი ობლიგაციების სარგებელი შემცირდა, რადგან ინვესტორების უმეტესობა ელოდება, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

FED-ის მმართველმა წინა კვირას განაცხადა, რომ ეკონომიკა კვლავ სუსტი რჩება, ხოლო ინფლაცია და დასაქმების მაჩვენებელი სასურველი დონისგან ჯერ შორს არის. ბრეიბერდის თქმით, ფედერალური ბანკი იმოქმედებს, რომ ინფლაციის ბოლოდროინდელი ზრდა გადამდები არ აღმოჩნდეს.

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა წინა კვირას Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ში ინფლაცია მიმდინარე წელს შეიძლება 3%-მდე გაიზარდოს. ხოლო ბიზნესის სექტორში გაჩენილი დადებითი ტენდენციები მას აფიქრებინებს, რომ ეკონომიკა კორონავირუსისგან გამოწვეული რეცესისგან თავის დაღწევას შეძლებს.

 

აშშ-ში უმუშევრობა შემცირდა

მაისის თვეში აშშ-ის მსხვილმა კომპანიებმა 559 ათასი სამუშაო ადგილი დაიმატეს. უმუშევრობის დონე 6.1%-დან 5.8%-მდე შემცირდა. ამ მონაცემით, ინვესტორებს შეუძლიათ განსაზღვრონ, შეამცირებს თუ არა სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვის ყოველთვიურ მოცულობას აშშ-ის ფედერალური ბანკი.

აშშ-ში მოიმატა რესტორნებისა და გართობის, ასევე, მომსახურების სექტორის აქტივობამ. მშენებლობის სექტორში კი, დანახარჯებისა და დასაქმების თვალსაზრისით, მაისში მოსალოდნელზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა.

 

პოპკორნმა აქციები გაყიდა

გასულ ოთხშაბათს AMC Entertainment Holdings-ის აქციები $62.55-მდე გაძვირდა. აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც კინოთეატრების ქსელმა განაცხადა, რომ აქციონერები დიდ პოპკორნს უფასოდ მიიღებენ. მეორე დღესვე კომპანიის 11.5 მილიონი აქცია გაიყიდა. თითო აქციის ფასმა $50.85 შეადგინა.

 

ნავთობი ისევ გაძვირდა

8 ივნისის ვაჭრობაზე ნედლი ნავთობის ფასმა ორ-ნახევარი წლის განმავლობაში პირველად $70-ის ზღვარს მიაღწია. ახალმა ნიშნულმა აჩვენა, რომ ნავთობმა თავი დააღწია ფასების ვარდნას, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ფიქსირდებოდა.

West Texas Intermediate ფიუჩერსები (მას Texas light sweet-საც უწოდებენ), რომლის ფასი აშშ-ის ტერიტორიაზე ნავთობით ვაჭრობის ინდექსად გამოიყენება, 1.2%-ით გაძვირდა და $70.05 შეადგინა. ეს მაქსიმალური ფასია 2018 წლის 16 ოქტომბრის შემდეგ.  ხოლო Brent ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $72.22 შეადგინა.

 

Bitcoin-ის ფასი მერყევია

ბოლო ვაჭრობაზე Bitcoin-ის ფასმა ისევ დაიკლო და $33 000-ს ჩამოსცდა. კრიპტოვალუტის ფასზე იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ გასული კვირის ბოლოს ჩინეთის Weibo პლატფორმაზე კრიპტოანგარიშები დაიბლოკა. პეკინმა Bitcoin ვაჭრობისა და მაინინგის შემოწმება დაიწყო. ჩინეთში უკანონო კრიპტოსაქმიანობის წინააღმდეგ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებაა მოსალოდნელი.

პარალელურად, Bitcoin-სა და Ethereum-ს შორის ბრძოლა მწვავდება. ბოლო ერთ წელიწადში Bitcoin-ის ფასი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, მაგრამ იმავე პერიოდში Ethereum 10-ჯერ გაძვირდა. ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასებს შორის ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა, თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საბოლოოდ Ethereum-ს ​Bitcoin-ის ჩამოტოვება შეუძლია.

 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

The post აშშ-ის საფონდო ბაზრის მიმოხილვა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share