Jump to content
×
×
  • Create New...

ირანის პრეზიდენტი მზადაა კრიპტოვალუტები დააკანონოს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუხანი კრიპტოაქტივების ლეგალიზებას და მათი რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნას აპირებს. ამასთან მაინინგზე აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

ეკონომიკის მაკორდინირებელი საბჭოს სხდომაზე რუხანიმ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად კრიპტოვალუტის ინდუსტრიის კონტროლისათვის მკაფიო საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. ირანის პრეზიდენტი კრიპტოვალუტებით ვაჭრობის თანმდევ რისკებსაც შეეხო და მომხმარებლებს ამ სფეროში მეტად გათვითცნობიერებისკენ მოუწოდა, რათა ფინანსურ დანაკარგებს თავი აარიდონ.

„იმისთვის, რომ კრიპტოვალუტების სფეროს ლეგალიზება და ამავდროულად მომხმარებლების დაცვა მოხდეს, ჩვენ შესაბამისი კანონები უნდა შევიმუშაოთ და რაც შეიძლება მალე ავამოქმედოთ.“- განაცხადა რუხანიმ.

მან ხელისუფლებას საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობისას კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ფინანსურ ორგანიზაციებთან და ფირმებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. რუხანის თქმით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის ხელისუფლება მედიასთან ითანამშრომლებს.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში გვალვასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტების მაინინგი სექტემბრამდე კვლავ აკრძალული რჩება.
წყარო: https://bits.media

The post ირანის პრეზიდენტი მზადაა კრიპტოვალუტები დააკანონოს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share