Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები მარეგულირებლის წარმომადგენლებს შეხვდენენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_776495818-300x200.jpg

სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტის ბირჟებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პრეტენზიები მთავრობასთან გამოეხატათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსურ მარეგულირებელთან შეხვედრა შედგა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო გამოშვების D.Street-ის ანგარიშის თანახმად, ფინანსური მომსახურების კომისიამ დახურულ შეხვედრაზე 20 კრიპტოვალუტის ბირჟა მოიწვია. D.Street–ის ციტირებულ წყაროებში ნათქვამია, რომ დახურული სესია შედგა ფინანსური დაზვერვის განყოფილების და ციფრული ვალუტის ბირჟების წარმომადგენლებს შორის.

ამის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებას უკანონო ქმედებებთან ბრძოლის მიზნით აპირებს.

გეგმის ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟებს მიეცემათ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი დარეგისტრირებისთვის. რეგისტრაციის ეს პროცესი მოიცავს ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატების მოპოვებასა და ნამდვილი სახელით სავაჭრო ანგარიშების გახსნას.

20-დან მხოლოდ ”დიდმა ოთხეულმა” – Bithumb-მა, Upbit-მა, Korbit-მა და Coinone-მა უზრუნველყო სავაჭრო ანგარიშების რეალური სახელების შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს სამხრეთ კორეის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტო გამოძიების სპეციალური ჯგუფები შექმნა.

ქვეყნის რამდენიმე ფინანსური ორგანო არალეგალურ კრიპტო ოპერაციებთან გამკლავების მიზნით გაერთიანდა.

The post სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები მარეგულირებლის წარმომადგენლებს შეხვდენენ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share