Jump to content
×
×
  • Create New...

ჩინეთის ინტერნეტსერვისებმა საძიებო სისტემიდან ბირჟები Binance, Huobi და OKEx ამოიღეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ჩინური ინტერნეტ სერვისები და სოციალური ქსელები Baidu-ს, Weibo-ს, Zhihu-ს და Sogo-ს ჩათვლით აღარ გასცემენ ინფორმაციას საკვანძო სიტყვებზე, რომლებიც კრიპტოვალუტის ბირჟებს Binance, Huobi და OKEx-ს უკავშირდება.

ამ სავაჭრო პლატფორმების დასახელებების  საძიებო სისტემაში ინგლისურ ან ჩინურ ენებზე შეყვანისას ძებნის შედეგი არ აისახება. ამასთან ჩნდება განმარტება, რომ შეყვანილ საკვანძო სიტყვებზე ინფორმაცია არ იძებნება ჩინეთის მთავრობის დადგენილებისა და  მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

Binance, Huobi და OKEx-თან მიმართებაში ასეთი მკაცრი ცენზურა მას მერე დაწესდა, რაც ადგილობრივმა მარეგულირებლებმა მაინინგსა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე ზეწოლა დაიწყეს. Weibo-ზე OKEx-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეი ჰაოს (Jay Hao) ექაუნთი ჯერ კიდევ იძებნება, მაგრამ ყველაფერი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ თვეში Weibo-მ კრიპტოვალუტის ინდუსტრიის 20 მდე წარმომადგენლის ექაუნთი დაბლოკა.

Weibo კრიპტობირჟებს დაბრკოლებებს პირველად არ უქმნის. მარტში მან ზემოთხსენებული ბირჟების ექაუნთები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკა. მაგრამ ადრე ინტერნეტსერვისების შეთანხმებული ქმედების შედეგად კონკრეტული ბირჟების შესახებ საძიებო სიტყვების სისტემიდან ამოღებას ადგილი არასდროს ჰქონია. 

გასულ კვირას ჩინეთის სახელმწიფო მედია- საშუალებებმა გამოაცხადეს, რომ ჩინეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა არ იკრძალება, თუმცა ამავე დროს მოუწოდეს მოსახლეობას მაღალი რისკების გამო კრიპტოვალუტებს თავი აარიდონ. 

წყარო:https://bits.media

 

The post ჩინეთის ინტერნეტსერვისებმა საძიებო სისტემიდან ბირჟები Binance, Huobi და OKEx ამოიღეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share