Jump to content
×
×
  • Create New...

ვიტალიკ ბუტერინმა 2016 წელს მის მიერ DOGE-ს შეძენის შესახებ მოყვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა (Vitalik Buterin) 2016 წელს კრიპტოვალუტა DOGE-ში 25000$-ის დაბანდების შესახებ მოყვა, რამაც საბოლოო ჯამში მას 4 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.

DOGE 2013 წელს გამოჩნდა და კრიპტოაქტივების ეკოსისტემაში ერთ-ერთი პირველი „სახუმარო“ მონეტა გახდა. ბუტერინის თქმით, როდესაც 2016 წელს DOGE-ში 25000$-ის ინვესტიცია ჩადო საკუთარი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის დასაბუთებისთვის არანაირი არგუმენტი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ Dogecoin-ის დამფუძნებლებმა უარი თქვეს პროექტზე, ბოლო წლებში მონეტამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, უმეტესად Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის (Elon Musk) ტვიტების წყალობით. 2020 წლის ბოლოს, როდესაც მასკის მორიგმა ტვიტმა DOGE-ს პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 50 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„თავიდან ადამიანები ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი:„როგორ ავუხსნა დედას, რომ ამ წუთას Dogecoin-ში 25000$ ჩავდე?“ ერთადერთი, რაც ამ მონეტაშია საინტერესო – მისი ლოგოტიპია ძაღლის გამოსახულებით. მაგრამ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია.“ – თქვა ბუტერინმა

ბუტერინმა გაიხსენა, სინგაპურში კარანტინის დროს როგორ ავარდა DOGE-ს კურსი და სულ რაღაც ერთ დღეში როგორ გაიზარდა მთელი 775%-თ 0.008$-დან 0.07$-მდე. გაიხსენა, რომ იმ მომენტში გაიფიქრა: „ ღმერთო, ჩემი DOGE-ები ძალიან ძვირი ღირს!“ და მაშინვე დაურეკა მეგობრებს რომ მიეტოვებინათ ყველაფერი და მონეტების გაყიდვა დაეწყოთ. საკუთარი მონეტების გაყიდვით მან მაშინ 4.3 მილიონი დოლარი მიიღო და სიღარიბესთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციაში GiveDirectly გადარიცხა. 

ბუტერინის თქმით, DOGE-ში ინვესტირებისას ის ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს მონეტა ოდესმე ტრეიდერების ყურადღებას მიიპყრობდა და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ლიდერების ათეულში მოხვდებოდა.

„DOGE უკვე ფენომენია. უამრავი ადამიანია, რომლებსაც DOGE-ზე სმენიათ, მაგრამ არ სმენიათ ეთერიუმზე. ამას ვერ წარმოვიდგენდი.“- განაცხადა ბუტერინმა.

მაისში ბუტერინმა ყველა თავისი„ძაღლური“ მონეტა – SHIB, AKITA და ELON 15 719 ეთერიუმად გაყიდა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხა.

წყარო: https://bits.media

 

The post ვიტალიკ ბუტერინმა 2016 წელს მის მიერ DOGE-ს შეძენის შესახებ მოყვა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share