Jump to content
×
×
  • Create New...

ერთგულება მითია ,თუ რეალობა? ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, კარქი გოგო said:

ხვდები რომ აი ის თავისუფლება შენთვის რომ თითქოს მონატრებულია და გინდა რომ გქონდეს, ყელში ამოდის ბოლოს და სახლში მისული აზრს ეძებ ცხოვრებაში.

არანაირი მსგავსი აზრი არ მიტრიალებს თავში შინ რომ მივდივარ. 32 წლის ვარ უკვე უნდა მიტრიალებდეს მაგ ლოგიკით :lolz:

არ იცი რა სინარნარეა მარტო ცხოვრება როცა შენი ვარდები შენი ეზო და ფუნფულა საწოლი გელის, მშობლები დაგირეკავენ მოგიკითხავენ ძილის წინ და ვსო. ყველა ბედნიერადაა ჯანმრთელადაა ეი შეგიძლია რამე გემრიელობას უყურო და ჩაგეძინოს, მე ჟოლოპის წკაპუნებს ვუსმენ, ფუტკრების ბზუილზე ''ვმაზაობ'' საკუთარ თავთან, ათასი გასართობი მაქვს ამ სიმარტოვეშიც, ოდნავადაც კი არაა ეგ დისკომფორტი...

მესმის რასაც ამბობ მეც ვხვდები რომ არაა მარტივი შვილები და პასუხისმგებლობა მარა სწორი ადამიანი რომელიც ინაწილებს პასუხისმგებლბას ბევრ რამეს ამარტივებს ამ ყველაფერს...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, მფრინავი.სამურაი said:

რას ვგულისხმობ და იმას რომ თუ დიდი სიყვარული არაა ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოვალეობაა და მომაბეზრებელია, ხანდახან თითქოს სასჯელიაო და მაგის გამო ბევრჯერ არ დაუტოვებიათ რომ ოჯახები? ვამბობ იმას რომ ჩვენი მატერიალური ყოფა პირობითია, გარანტია არ გაქვს რომ სულ კარგი შემოსავალი გექნება და შეიძლება დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობდე და ამით არჩენდე ოჯახს, და სწორედ მაგ დროს თუ დიდი სიყვარული არაა, ეს პირდაპირ სასჯელია შენთვის, ამას ვამბობ.

კი გეთანხმები.

უამრავი ეგეთი ოჯახი ვიცი.

მე სულ ამაზე მქონდა პრეტენზია ჩემ ოჯახთან რომ როცა ფული ქრება და აღარ არის მერე ნუ იწყება პრობლემები თქო, არაა ეს ნორმალური, მაგარი მაშინ ხარ როცა მინიმალური რესურსით მაქსს აკეთებ და ემოციურად არ ანადგურებთ ერთამნეთს, ნაცნობი პრობლემაა მოკლედ...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, მფრინავი.სამურაი said:

@Mulan რას ვგულისხმობ და იმას რომ თუ დიდი სიყვარული არაა ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოვალეობაა და მომაბეზრებელია, ხანდახან თითქოს სასჯელიაო და მაგის გამო ბევრჯერ არ დაუტოვებიათ რომ ოჯახები? ვამბობ იმას რომ ჩვენი მატერიალური ყოფა პირობითია, გარანტია არ გაქვს რომ სულ კარგი შემოსავალი გექნება და შეიძლება დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობდე და ამით არჩენდე ოჯახს, და სწორედ მაგ დროს თუ დიდი სიყვარული არაა, ეს პირდაპირ სასჯელია შენთვის, ამას ვამბობ.

აქაც ბევრი რამ საკამათოა. მატერიალური მდგომარეობა გააჩნია რის გამოა ჩაქვესკნელებული. თუ იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ხერხდება უკეზტესად ეგ სხვა საქმეა, მაგრამ თუ აქ სიზარმაცეს, ფეხებზე დაკიდებას და მსგავს მიზეზებს აქვს ადგილი, დამიჯერე იქ ვერანაირი სიყვარული ვერ იარსებებს ხანგრძლივი დროით და შენ ხარ საყვარელი, იდეალისტი რომელსაც სჯერა ამქვეყნიური სიკეთეების ❤️

Share on other sites

@Mulan კი ზუსტად მაგას ვამბობ, ჩვენს ქვეყანაში არ არის მარტივი ოჯახის რჩენა და სწორედ მაგიტომ ერთმანეთი არ უნდა დაკბინონ ადამიანებმა რომ სათანადოს ვერ უკეთებს ერთი მეორეს

@კარქი გოგო ისეთ თემებზე ვსაუბრობთ მანდ ფეხი ფეხზე გადადება რა მოსატანია :hi:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mulan said:

არ იცი რა სინარნარეა მარტო ცხოვრება როცა შენი ვარდები შენი ეზო და ფუნფულა საწოლი გელის, მშობლები დაგირეკავენ მოგიკითხავენ ძილის წინ და ვსო. ყველა ბედნიერადაა ჯანმრთელადაა ეი შეგიძლია რამე გემრიელობას უყურო და ჩაგეძინოს, მე ჟოლოპის წკაპუნებს ვუსმენ, ფუტკრების ბზუილზე ''ვმაზაობ'' საკუთარ თავთან, ათასი გასართობი მაქვს ამ სიმარტოვეშიც, ოდნავადაც კი არაა ეგ დისკომფორტი...

 

აი ეს არის სტანდარტული ტექსტი, საინტერესო ქალისგან რომელიც ისე მიეჩვია მარტოობას მგონი არც არასოდეს აღარ შექმნის ოჯახს. გააჩენს წლების მერე ერთადერთ შვილს, რომელსაც მისცემს ყველაფერს და ბოლოს იჯდება სახლში, კოხტად ჩაცმული თავისი საქმის ყოფილი პროფესიონალი, აწ უკვე პენსიაზე მყოფი და დაელოდება შვილს და შვილიშვილებს, რომლებსაც კვირაში ერთხელ მოიწვევს სადილზე. ვერ წარმომიდგენია შენგან საყვარელი ფუმფულა ბებო დადგეს ??

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, მფრინავი.სამურაი said:

ისეთ თემებზე ვსაუბრობთ მანდ ფეხი ფეხზე გადადება რა მოსატანია :hi:

რაინდი ხარ, წინა საუკუნეებიდან?:aham:

Share on other sites

@კარქი გოგო მარიტივია. ვიღაც მთავრობები გიდგენენ ცხოვრების დღის წესრიგს რაც თუნდაც მატერიალურ ყოფაზე ახდენს გავლენას და რა მაგის გამო ბედნიერებაზე უარი უნდა თქვა? ხალხს ამხელა საბანკო ვალები და გაჭირვება ღმერთის სასჯელი გონიათ ხოლმე, მაგრამ არ გამოსულა ციდან ღმერთი და არ დაუდგამს ბანკის შენობები აქა იქ ძალიან დიდი % ით, ამიტომ რეალობა ჩემთვის სულ სხვა რამაა. რეალობა ისაა რასაც ვერავინ წაგართმევს, რასაც შენ ხედავ და შენვე ირჩევ  :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, კარქი გოგო said:

აი ეს არის სტანდარტული ტექსტი, საინტერესო ქალისგან რომელიც ისე მიეჩვია მარტოობას მგონი არც არასოდეს აღარ შექმნის ოჯახს. გააჩენს წლების მერე ერთადერთ შვილს, რომელსაც მისცემს ყველაფერს და ბოლოს იჯდება სახლში, კოხტად ჩაცმული თავისი საქმის ყოფილი პროფესიონალი, აწ უკვე პენსიაზე მყოფი და დაელოდება შვილს და შვილიშვილებს, რომლებსაც კვირაში ერთხელ მოიწვევს სადილზე. ვერ წარმომიდგენია შენგან საყვარელი ფუმფულა ბებო დადგეს ??

რისი თქმა გინდა რომ მამრს ჩემი ატანა გაუჭირდება? 

:lolz:

 

მგონი მართლა აუტანელი ვარ. ლამის დავიჯერო!

 

@მფრინავი.სამურაი ხო და ეგაა გოიმები და უგუნურები არ უნდა გაიკარო ირგვლივ რა.

შეცდომები კიდევ ყველას მოდის, ჩემმა ძმამაც დაუშვა უამრავი შეცდომა რაც ძვირად დაუჯდა ოჯახს და სულ ამაზე ვჩხუბობ არ შეახსენოთ, თავადაც განიცდის თქო, მგონი მივაღწიე მარა რად გინდა ახლა მას გონია რომ სპეტაკია :givi: 

შეცდომები ტრაგედია არაა მოკლედ, ამის გარეშე აბა როგორ? ბოდიშის მოხდა და სახის არ დაკარგვაა მთავარი რა...

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share