Jump to content
×
×
  • Create New...

რა ვიცით გაჩერებულ ენერგოპროექტებზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ დისკუსია არ წყდება. ნამახვანჰესის პროექტის გარშემო არსებული პროტესტის ფონზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მოწინააღმდეგეები მხოლოდ მსხვილ ჰესებს (ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი) არ ჰყავთ. ბოლო წლებში პროტესტი უკაშხალო, მოდინებაზე მომუშავე მცირე ჰიდროპროექტებსაც შეეხო.

ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პანკისის ხეობაში დაგეგმილი ხადორი 3 ჰიდროელექტროსადგურის პროექტია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია. მას არ გააჩნია სათავო ნაგებობა, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს, არ ითვალისწინებს წყლის დაგუბებასა და ხეტყის ჭრას. ამის მიუხედავად, პროექტს მოსახლეობისა და ზოგიერთი გარემოსდამცველის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 2019 წლის აპრილში ადგილობრივები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ პანკისში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს. დაწვეს პოლიციის მანქანა და მძიმე ტექნიკა. ადგილზე ჩასული შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი ინვესტორი მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერას მოიპოვებს. ხადორი 3-ის პროექტს კომპანია ფერი ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2-წლიანი მუშაობის მიუხედავად, მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ჯერ ვერ მოიპოვეს.

აქციები მოჰყვა მცირე ჰესის მშენებლობას კახეთშიც. პერიოდულად მოსახლეობა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაფანყურში ლოპოტა 1 ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. პროექტი წყალსაცავის მშენებლობას არ ითვალისწინებს, მისი დადგმული სიმძლავრე 5.9 მგვტ-ია, განმახორციელებელი კი შპს ართანა ლოპოტაა.

ჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე ლოპოტა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, ხეობა წყლის გარეშე დარჩება და დაიცლება. ინვესტორი კომპანია კი განმარტავს, რომ ჰესის მშენებლობა მსგავს რისკებს არ წარმოქმნის და ეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშგებაში (გზშ) დოკუმენტურადაა დადასტურებული.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური აქციები მოჰყვა სხვა ჰიდროპროექტებსაც. მათ შორისაა ხელედულა 3, მესტიაჭალა ჰესი, შედარებით მსხვილი ონი ჰესების კასკადი და ა.შ. ყველა შემთხვევაში მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ ჰესების მშენებლობა „ეკოლოგიურ კატასტროფას“ გამოიწვევს.

Business Feed-მა შეჩერებული ჰიდროპროექტების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. მოწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ამ დროისთვის შეჩერებულია 74 ჰესის მშენებლობა, აქედან 33 პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო, ხოლო 41 სხვადასხვა მიზეზით შეჩერდა.

მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია მშენებლობის ეტაპზე მყოფი პროექტები: კირნათი ჰესი, სამყურისწყალი 1 ჰესი, სამყურისწყალი 2 ჰესი, ხადორი 3 ჰესი, ლოპოტა 1 ჰესი, ნენსკრა ჰესი, ხუდონ ჰესი, რაჩხ ჰესი, ნამახვანი ჰესების კასკადი.

ამავე მიზეზით შეჩერებულია მშენებლობა-ლიცენზირებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე მყოფი შემდეგი პროექტები: ბარამიძე ჰესი, ლასკადურა ჰესი, ონი ჰესების კასკადი, ბოყო ჰესი, ჭიორა ჰესი, ახალსოფელი ჰესი, ბაისუბანი ჰესი, ძეგვი ჰესი, ყვირილა ჰესი, მლეთა ჰესი, ქვეშეთი ჰესი, აკავრეთა ჰესი, შავი არაგვი ჰესი, შავი არაგვი 1 ჰესი, ხევი ჰესი, შუშანეთი ჰესი, გუბაზეული ჰესი, მაჭახელა ჰესი, ტიტა ჰესი, კამარა ჰესი და სხვ.

სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული პროექტებია: სორგითი 1 ჰესი, სორგითი 2 ჰესი, ბახვი 2 ჰესი, ყიზილაჯლო ჰესი, ტორზილა ჰესი, მტკვარი კასკადი 4 ჰესი, გუბაზეული 6 ჰესი, ვედი ჰესი, წირმინდი ჰესი, ბარისახო ჰესი, ქვედი ჰესი, ანდეზიტ ჰესი, ხრამი ჰესები, ხადა 1 ჰესი, ხადა 2 ჰესი, მაშავერა ჰესები, ზემო ყარაბულახი ჰესი, ლაჰლაჭალა ჰესი, დეკა ჰესი, ლაჯანური 1 ჰესი, ლაჯანური 2 ჰესი, ლაჯანური 3 ჰესი, დუმან მაშავერა ჰესი და სხვ.

The post რა ვიცით გაჩერებულ ენერგოპროექტებზე appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share