Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტობირჟებზე ტრაფიკმა მაისში მორიგი რეკორდი დაამყარა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მაისში კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმების საიტებზე  მომხმარებლების ვიზიტების რიცხვმა 638.2 მილიონს პირველად მიაღწია. მაჩვენებელი აპრილთან შედარებით 20.4%-ით არის გაზრდილი. აქამდე საიტების ნახვების მაქსიმალური რაოდენობა 2018 წლის იანვარში დაფიქსირდა და 531.7 მილიონი ნახვა შეადგინა.

http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/06/090621_exch_traff.jpg

ყველაზე მეტი მომხმარებელი Binance-მა მიიზიდა – მისი წილი საერთო მაჩვენებლის 39.38%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი 40.84%-ს შეადგენდა. მეორე ადგილი ამერიკულმა ბირჟამ Coinbase დაიკავა 19,91%-ით, ხოლო მესამე – ინდონეზიურმა ბირჟამ Indodax 4,39%-ით.

ივნისში კრიპტობირჟების მომხმარებელთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი, რადგან 3 ივნისიდან Google-მა კრიპტობირჟებისა და საფულეების რეკლამაზე აკრძალვა გააუქმა.

წყარო: https://bits.media

The post კრიპტობირჟებზე ტრაფიკმა მაისში მორიგი რეკორდი დაამყარა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share