Guest Merlin Posted 9 ივნისი, 2021 Posted 9 ივნისი, 2021 მაისში კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმების საიტებზე მომხმარებლების ვიზიტების რიცხვმა 638.2 მილიონს პირველად მიაღწია. მაჩვენებელი აპრილთან შედარებით 20.4%-ით არის გაზრდილი. აქამდე საიტების ნახვების მაქსიმალური რაოდენობა 2018 წლის იანვარში დაფიქსირდა და 531.7 მილიონი ნახვა შეადგინა. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/06/090621_exch_traff.jpg ყველაზე მეტი მომხმარებელი Binance-მა მიიზიდა – მისი წილი საერთო მაჩვენებლის 39.38%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი 40.84%-ს შეადგენდა. მეორე ადგილი ამერიკულმა ბირჟამ Coinbase დაიკავა 19,91%-ით, ხოლო მესამე – ინდონეზიურმა ბირჟამ Indodax 4,39%-ით. ივნისში კრიპტობირჟების მომხმარებელთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი, რადგან 3 ივნისიდან Google-მა კრიპტობირჟებისა და საფულეების რეკლამაზე აკრძალვა გააუქმა. წყარო: https://bits.media The post კრიპტობირჟებზე ტრაფიკმა მაისში მორიგი რეკორდი დაამყარა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა