Guest Merlin Posted 8 ივნისი, 2021 Posted 8 ივნისი, 2021 ცნობილი ფაქტია, რომ ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კაცისას დაახლოებით 5 წლით აღემატება. მიუხედავად ამისა, ქვეყნების უმრავლესობაში ქალებისთვის საპენსიო ასაკი უფრო დაბალია, ვიდრე კაცებისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ დიდი ხნის მანძილზე ქალები შრომის ბაზარზე უფრო ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი, ვიდრე კაცები. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა. მაგალითად, Forbes-ის სტატიის მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში ამერიკაში დასაქმებული ადამიანების 50.04%-ს ქალები შეადგენდნენ. ასევე, საინტერესო ფაქტია, რომ ცოლ-ქმრის დიდი ნაწილი პენსიაზე თითქმის ერთდროულად გადის. პროფესორ ნიკოლ მესტასის კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი ცოლ-ქმარს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობაა – კაცები, უმეტეს შემთხვევაში, მეუღლეებზე რამდენიმე წლით უფროსები არიან. შესაბამისად, ბევრი მათგანისთვის საპენსიო ასაკში მსგავსი სხვაობა საკმაოდ მოსახერხებელია. საქართველოში ქალებისთვის საპენსიო ასაკად 60 წელია განსაზღვრული, ხოლო კაცებისთვის – 65 წელი. შედარებისთვის, Finnish Centre for Pensions-ის მონაცემებით, ამჟამად ასეთივე კანონია ავსტრიასა და პოლონეთში, თუმცა, ავსტრია გეგმავს, რომ 2033 წლისთვის საპენსიო ასაკი ქალებისთვისაც 65 წლამდე გაზარდოს და ზღვარი ორივე სქესისთვის თანაბარი გახდეს. ქალები და კაცები პენსიას ერთნაირად, 65 წლის ასაკში იღებენ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი და სლოვენია. ასეთივე კანონი მოქმედებს კანადაშიც. რუსეთში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 61.5 წელია, ხოლო ქალებისთვის – 56.5 წელი. საქართველოში ქალებისთვის საპენსიო ასაკის ზრდაზე საუბარი მიმდინარეობდა 2018 წელს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის – აკაკი ზოიძის თქმით, რადგან ქალები 5 წლით ადრე გადიან პენსიაზე და საშუალოდ, 5 წლით მეტს ცოცხლობენ, სასურველი იქნებოდა საპენსიო ასაკის გათანაბრება. მან ასევე დააკონკრეტა, რომ არ გულისხმობდა ქალებისთვის ასაკობრივი ზღვრის აუცილებლად 65 წლამდე გაზრდას და მისი აზრით, მისაღები იქნებოდა, რომ ზღვარი 63.5 წელზე გაეთანაბრებინათ. ამ განცხადებას საზოგადოებისგან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ქალები, კაცებთან შედარებით, უფრო დიდხანს სარგებლობენ პენსიით, რაც უსამართლობად მიაჩნიათ. მეორე ჯგუფს მიაჩნია, რომ ქალები ამ პრივილეგიას იმსახურებენ და ეს ერთგვარი კომპენსაციაა, რადგან სწორედ ქალებს აწევთ შვილებზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების შესრულების ტვირთი. ამის გამო მათ ხშირად უწევთ კარიერის დროებით თუ მუდმივად შეწყვეტა ან დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობა. NationMaster-ის 2019 წლის მონაცემებით, პენსიებზე ყველაზე მეტს საბერძნეთი ხარჯავდა – მშპ-ის 18.32%-ს. ამ მხრივ პირველ ათეულს მხოლოდ ევროპული ქვეყნები იკავებენ. მე-11 ადგილზეა იაპონია 9.84%-ით, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები მშპ-ის 7.23%-იანი დანახარჯით სიაში მე-20 ადგილზეა. The post რატომ იღებენ ქალები პენსიას უფრო ადრე appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა