Guest Merlin Posted 7 ივნისი, 2021 Posted 7 ივნისი, 2021 საძიებო გიგანტმა Google-მა კრიპტოვალუტის ბირჟებისა და საფულეების რეკლამირების შესახებ აკრძალვა გააუქმა. აღნიშნული აკრძალვა კი კომპანიამ 2018 წელს დააწესა. კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ აკრძალავა მოიხსნება 3 აგვისტოდან და კომპანიებს ან კერძო პირებს, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტის საფულეებს შეეძლებათ მათი სარეკლამო სერვისით სარგებლობა. სარგებლობა შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა აშშ-ს კანონმდებლობის და თვითონ Google-ის სპეციალური პირობების გათვალისწინებით, რომელიც მალე მათ გვერდზე განთავსდება. ამათგან ზოგიერთი მოთხოვნა უკვე გაჟღერდა Google-ის მიერ, მაგალითად ბირჟებისათვის აუცილებელი იქნება დარეგისტრირდნენ FinCEN-ში, რომელიც დააფიქსირებს როგორც თანხის გამცემ სარეგისტაციო ლოკაციას მინიმუმ ერთ შტატში, ასევე მიმღებს სხვა შტატშიც. მიუხედავად იმისა რომ ახალი პოლიტიკა დადგენილ სერვისს არ ხდის ხელმისაწვდომს ყველასათვის, მაინც საკმაოდ ბევრია ისეთი კრიპტო ბიზნესი, რომელიც Google-ის რეკლამით ისარგებლებს: მაგალითად, დეცენტრალიზებული სავაჭრო პროტოკოლები, რომლებიც თავისუფლად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მათი სამიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. The post Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამირების აკრძალვას აუქმებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა