Jump to content
×
×
  • Create New...

ბიტკოინი გადახდებისთვის არ გამოდგება-მაიკ ნოვოგრაცი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მილიარდერი და Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ნოვოგრაცი ყოველთვის კრიპტოვალუტის ენთუზიასტი იყო, თუმცა ახლა განაცხადა, რომ ბიტკოინი გადახდებისთვის არ გამოდგება.

იმის მიუხედავად, რომ ბიტკოინი ბიტკოინის თეთრ წიგნში განმარტებულია როგორც „პირინგული ვირტუალური ვალუტა“, ახლა ის საინვესტიციო აქტივად და ინფლაციის ჰეჯირების საშუალებად ითვლება.

„ბიტკოინი არ გამოდგება გადახდებისთვის. ბიტკოინის ბლოკჩეინი გადახდებისთვის მზად არ არის. ის არ არის საკმარისად სწრაფი იმისათვის, რომ ათასობით და ათასობით ტრანზაქცია შეასრულოს.“- განაცხადა ნოვოგრაცმა

თუმცა აქვე აღნიშნა, რომ თუ არ ჩავთვლით აშშ დოლარს, ბიტკოინი კვლავ რჩება ინვესტირებისა და დაგროვებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ აქტივად. მილიარდერის აზრით, მომავალში ბიტკოინი გახდება „ულტიმატური ჰეჯ-ფონდი“. ადამიანები ბიტკოინებში დანაზოგს შეინახავენ, როგორც ახლა ოქროში ინახავენ. მრავალი ინვესტორი კი ბიტკოინს საკუთარ პორტფელში დაამატებს.

„ასეთი აქტივები განსაკუთრებული იმით არის, რომ ისინი სოციალურ კონსტრუქციებს წარმოადგენენ. ანუ, მათ მხოლოდ იმიტომ აქვთ ღირებულება, რომ ჩვენ ასე გვჯერა. ჯერ არასდროს შექმნილა მსგავსი წარმატებული ბრენდი, რომელიც საზოგადოებამ მხოლოდ 12 წელიწადში შექმნა. ის თითქოს ბავშვია, რომელიც მდინარეში ჩააგდეს და საზოგადოებამ გაზარდა და ახლა მისი ფასი 1 ტრილიონი დოლარია“ – ამბობს მაიკ ნოვოგრაცი.

მილიარდერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური ვითარება თითქოს სპეციალურად არის შექმნილი ბიტკოინის ზრდისთვის. ეკონომიკური მხარდაჭერისთვის სახელმწიფოების მხრიდან მიღებული ზომები ბიტკოინს ინვესტიციებისთვის იდეალურ აქტივად აქცევს.

მაისში ნოვოგრაცმა დადებითი განცხადებები ეთერიუმის შესახებაც გააკეთა. მისი აზრით, მონეტის კურსმა შესაძლოა ადვილად მიაღწიოს 5000$-ს.

წყარო: https://bits.media

The post ბიტკოინი გადახდებისთვის არ გამოდგება-მაიკ ნოვოგრაცი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share