Jump to content
×
×
  • Create New...

„ბიტკოინი დოლართან თანაბარ კონკურენციაში უნდა იყოს“- რონ პოლი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ყოფილ კონგრესმენს, რონ პოლს (Ron Paul) მიაჩნია, რომ ბიტკოინს აშშ დოლარისთვის კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და BTC და ოქრო როგორც აქტივები არ უნდა იბეგრებოდეს. ამის შესახებ მან ბიტკოინის თემისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

 პოლის აზრით, ჩვეულებრივ ფულსა და ციფრულ ვალუტებს შორის თანაბარი კონკურენციის უზრუნველსაყოფად ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ნებისმიერი ციფრული ვალუტა, რომელიც მათთვის ღირებულია. მაგრამ აქვე დასძინა, რომ აშშ-ს ფედერალური რეზერვის მონოპოლიის პირობებში ეს ნაკლებად შესაძლებელი იქნება, რადგან სახელმწიფო ფულის კონტროლისკენ საუკუნეების განმავლობაში ისწრაფვის. 

პოლმა პარალელი „ციფრულ“ და ჩვეულებრივ ოქროსა და დოლარს  შორის გაავლო. ოქროს ან ბიტკოინის გაყიდვის შემთხვევაში ტრეიდერები და ინვესტორები შემოსავლის გადასახადს იხდიან, დოლართან მიმართებაში კი იგივე არ ხდება.

ფედერალური რეზერვის მონოპოლიის საკითხთან დაკავშირებით მან გაიხსენა სიტუაცია, როდესაც აშშ-ს 26-ე პრეზიდენტი, თეოდორ რუზველტი დოლარის ფასის აწევას ცდილობდა და ოქროს ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. პოლის აზრით, თუ ფედერალური რეზერვი ჩათვლის, რომ მის მონოპოლიას ბიტკოინის გამო საფრთხე ემუქრება, სიტუაცია ანალოგიურად განვითარდება – მარეგულირებლები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში მკაცრ ზომებს გაატარებენ.  

რონ პოლის პოზიციას ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates ხელმძღვანელი რეი დალიოც (Ray Dalio) იზიარებს. ცოტახნის წინ მან განაცხადა, რომ „ ბიტკოინისთვის ყველაზე დიდი რისკი მისი წარმატებაა“.

წყარო: https://bits.media

 

The post „ბიტკოინი დოლართან თანაბარ კონკურენციაში უნდა იყოს“- რონ პოლი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share