Guest Merlin Posted 6 ივნისი, 2021 Posted 6 ივნისი, 2021 განას ცენტრალური ბანკი გახდა ერთ-ერთი პირველი ბანკი აფრიკის კონტინენტზე, რომელმაც საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო – განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა, ერნსტ ედისონმა (Ernest Addison) აკრაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ედისონი სახელმწიფო სტეიბლკოინის დანერგვის სირთულეებს შეეხო და ეტაპობრივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პირველ ეტაპზე ციფრული სედის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება მოხდა და ახლა ბანკი მზად არის დანერგვის ეტაპზე გადავიდეს. შემდეგი ეტაპი საპილოტე პროექტის ამოქმედებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ადამიანების ჯგუფი ციფრული სედის ტესტირებას მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეძლებს. ტესტირების შემდეგ ციფრული ვალუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ხარვეზების გათვალისწინება და ცვლილებების შეტანა მოხდება. განას ცენტრალური ბანკის გათვლებით, ციფრული ვალუტა მოსახლეობის ციფრულ სერვისბთან წვდომას გაზრდის. გარდა ამისა, ბანკს ლოიალური დამოკიდებულება აქვს ბლოკჩეინის მიმართ – თებერვალში მან ფინანსურ სექტორში ბლოკჩეინის განვითარებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის დარგში კონსორციუმ Emtech-თან თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა. განას ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ციფრული ვალუტის შექნაზე მუშაობა 2019 წელს, მობილური გადახდების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით დაიწყო. წყარო: https://bits.media The post განას ცენტრალური ბანკი ციფრული სედის ტესტირებისთვის ემზადება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა