Jump to content
×
×
  • Create New...

ჭეშმარიტების მომენტი (წამიერი გამონათებები)


Recommended Posts

  • ფორუმელი

გქონიათ მომენტი, რომელსაც ასეთი სათაური შეესაბამება? 

მე ერთხელ მახსოვს. სამსახურიდან მოვდიოდი დაღლილი, უძინარი, მშიერ-მწყურვალი. არაფრის თავი არ მქონდა ცხოვრებაში, ძლივს მოვლასლასებდი მეგობრობის ხიდზე და დავაფიქსირე, რომ კაი გემრეუილი ჩხუბი მინდოდა. რამე აგრესსიის და სტრესის ამონთხევა კი არა, აი თვითონ გემრიელი მამაპაპური თავპირისმტვრევის მუღამი მქონდა. კუნთები, ფსიქიკ, ყველაფერი თითქმის მაქსიმალურად რომ არის ჩართული, ანკადის მდგომარეობაში ხარ და კაიფობ.
მესმის ნასვამზე მოუნდეს ადამიანს (თუმცა მე პირიქით, სასმელი მარბილებს და მაჯიგრებს), ან გაბრაზებულზე, ან ნავარჯიშები რომ არის, მაგრამ არა გადაქანცული, ტონუსშია და კუნთები ერცის. ან კიდევ მეგობრებთან რომ არის, ტალღაზე, ენერგიულად. შეიძლება ქალთა საზოგადოებამაც გამოიწვიოს ეს, ტესტოსტერონის მოზღვავების გამო. აი მომსპარ-გამოფიტულს რატომ მომინდა-მეთქი, გავიფიქრე. მერე მივხვდი, რომ ასეთ მომენტებში ტვინი გათიშულია, აზროვნებისთვისა და სოციუმის მიერ ჩანერგიილი ავტომატიზმებისთვის ენერგია აღარაა და ზედაპირზე ამოდის შენი არსი, შენი ნამდვილი ბუნება. სპეცრაზმელებ და მისთანებს ტესტავენ ხოლმე ასე - ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოძინების და დასვენების საშუალებას არ აძლევენ, თვითკონტროლი იკარგება და ჩანს, ვინ არიან სინამდვილეში.
მე განა სხვა დროს არ მინდა ხოლმე (ალბათ ისეთივე სიხშირით და სიძლიერით, როგორც ვინმე გემრიელ დიაცთან ხუნხული), მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რომ დავიჭირე საკუთარი თავი ამაზე, სერიოზული გამონათება იყო და გააზრება რაღაცეების.

ამ ყველაფრის მერე წარმოიდგინეთ, რამდენად სამწუხაროა, რომ ზრდასრულ ასაკში მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბე და ისიც ისეთი მთვრალი ვიყავი, არაფერი მახსოვს. ანუ თავად ექშენი, თორემ უშუალოდ მის წინ და შემდგომ მომენტები ბუნდოვნად მაგონდება. მაშინაც კოლექტიური ჩხუბი იყო და მე არ მომსვლია კონფლიქტი, ნაცნობს მოუხდა და მისი იპონენტის მეგობარმა მე დამიშვა, სანამ განმუხტვას შევეცდებოდი. შეიძლბა სასმელის გარდა ადრენალინს და თვის არეში ბლაგვი საგნის მრავალჯერად დარტყმებსაც მიუძღვით წვლილი. რა საგანი იყო, არ მახსოვს, მაგრამ სახეზე ნაჭდევების მიხედვით ვვარაუდობ რომ შიშველი ხელი არ უნდა ყოფილიყო მარტო.
მე თავად ვინმეს ავუშარდე კი არა, არაერთხელ თითქოს ასპროცენტიანი საჩხუბარი სიტუაცია გამინეიტრალებია. თავიც დამიხრია, სახეში გარტყმაზე მადლობაც მითქვამს ადამიანისთვის. მიუღებელი იყო ჩემთის ვინმეს გალახვა, რახან მომენტი ჩამივარდა. არც განსაკუ|ტრებული საჭიროების გარეშე საკუთარი ჯანმრთელობის გარისკვა მიმაჩნდა რაციონალურად. იყო აფექტის მომენტები, მაგრამ მაგ დროს სასწაულებრივად ისე მოგვარდა, აღარ მომიწია ჩხუბი. ახლა ვფიქრო, ძალიან რაციონალურიც არ უნდა იყო ადამიანი. უფრო სწორად, ზრდასთან ერთად ჩემს რაციონალურ აზროვნებაში და მორალურ პრინციპებში უკვე ჩაჯდა ის გაგება, რომ ჩხუბი არათუ ტრაგედია არაა, კარგიცაა ხშირად და საჭირო. რისკიც საჭიროა ზოგჯერ, აბა შამპანური როგოღა დალიოს ისე კაცმა? :) მითუმეტეს როცა შენი მთელი არსება ითხოვს და გეუბნება, რომ ამისთვის ხარ დაბადებული. მთავარია მართალი იყო და სუფთა სინდისით გადალეწო ადამიანი ძვლებში. თან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მომენტიც მაწუხებს. არავინ თუ არ ასწავლა ასეთებს ჭკუა, არ ივარგებს. 

 

 

თქვენ გქონიათ ასეთი გამონათებები, რაღაც საოცარ აღმოჩენებადე რომ მისულხართ?

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
On 6/6/2021 at 9:12 AM, დათვების მეგობარი said:

თქვენ გქონიათ ასეთი გამონათებები, რაღაც საოცარ აღმოჩენებადე რომ მისულხართ?

 

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, L_Autre_monde said:

@დათვების მეგობარი გაფიცებ ყველაფერს, ამხელებს და ამნაირებს ფხიზელზე წერ? :boli:

ხან როგორ, ხან როგორ

 

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

ეხლა გეტყვით კაი ჭეშმარიტებას:

მარცხენა ხელში კომშის ნაჭერი მიჭირავს, მარჯვენაში ყურმილი 

მარცხენა ფეხი იატაკზე მიდევს, მარჯვენა - მარცხენაზე, ორივეზე გუშინ ნაყიდი ჩექმები მაცვია ზომის სწორად შერჩევაში დასარწმუნებლად

 

 

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   11 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 9 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(3)