Jump to content
×
×
  • Create New...

Bloomberg:„ეთერიუმი ბიტკოინს კაპიტალიზაციით გაუსწრებს.“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Bloomberg – ის ანალიტიკოსების გუნდმა ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის კურსი გაიზრდება, მაგრამ კაპიტალიზაციით მას ეთერიუმი გაუსწრებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს BTC-ის კურსმა შესაძლოა 100000$-ს მიაღწიოს. 

ეთერიუმის მიმართ ანალიტიკოსების განწყობა ბევრად პოზიტიურია. მათი აზრით, მეორე კრიპტოვალუტა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტოაქტივების ეკოსისტემაში. სმარტ კონტრაქტების  უდიდესი პლატფორმა, ათასობით ტოკენის მხარდაჭერით, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პოპულარობის წყალობით განაგრძობს განვითარებას. 

ცოტახნის წინ ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ბიტკოინის კაპიტალიზაციის ნახევარს გაუტოლდა. მას მერე თანაფარდობა შეიცვალა. მაგრამ ბოლოდროინდელ ტრენდზე დაყრდნობით ანალიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ რაღაც მომენტში ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ბიტკოინის მაჩვენებელს გაუსწრებს.

მათი აზრით, სრულიად შესაძლებელია მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეთერიუმმა პარაბოლური ზრდა აჩვენოს, თუმცა ახლო მომავალში მონეტის კურსი 2000-4000$-ის ფარგლებში დარჩება და ეს კურსი მკვლევარებს ETH-ში ინვესტირებისთვის ხელსაყრელად მიაჩნიათ. 

წყარო: https://bits.media

 

The post Bloomberg:„ეთერიუმი ბიტკოინს კაპიტალიზაციით გაუსწრებს.“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share