Guest Merlin Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 ამერიკული კომერციული კოსმოსური კომპანია Astrobotic Technology წელს 1 BTC-ის შემცველი აპარატული საფულის მთვარეზე გაშვებას გეგმავს. კომპანია, რომელიც პიტსბურგში მდებარეობს საკუთარ მოდულს NASA Commercial Lunar Payload-ის ფასიანი სერვისის მეშვეობით უშვებს. გაშვება ა.წ IV კვარტალში იგეგმება. ინიციატივაში ჩართულია კრიპტობირჟა BitMEX – სწორედ ის გამოყოფს ბიტკოინს საკუთარი მარაგიდან. „საფულე Peregrine-1 ზე ტვირთის სახით იქნება განთავსებული და დაშვების ადგილზე მანამ იდება, სანამ რომელიმე ენთუზიასტი მის ასაღებად მთვარეზე არ ჩაფრინდება. მისამართი საჯარო იქნება და ყველას შეეძლება ბიტკოინის შემდგომი ბედისთვის თვალის გადევნება”- ნათქვამია ინიციატივის სპეციალურ საიტზე. მისიის მომზადება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მოცემულ მომენტში რამდენიმე ათეული გზავნილია დარეგისტრირებული და მათგან 14 თავად NASA-ს ეკუთვნის. „დიახ, ბიტკოინი ფაქტიურად მიფრინავს მთვარეზე. მოხარულები ვართ ამ ტვირთის გადაზიდვით და მისიის დაწყებას მოუთმენლად ველით.“- განაცხადა Astrobotic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ტორნტონმა (John Thornton). საინტერესოა, რომ შემდეგ წელს ილონ მასკის (Elon Musk) კომპანია SpaceX მთვარეზე თანამგზავრ DOGE-1-ის გაშვებას აპირებს. მისიის ხარჯები DOGE-ს კრიპტოვალუტით იქნება დაფარული. წყარო: https://bits.media The post Astrobotic და ბირჟა BitMEX ბიტკოინს მთვარეზე გაუშვებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა