Jump to content
×
×
  • Create New...

„ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები უბრალოდ ფარსია“- პასკალ ბლანი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აქტივების მართვის მსხვილი ფრანგული კომპანია Amundi-ს საინვესტიციო დირექტორის, პასკალ ბლანის (Pascal Blanque) განაცხადებით ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები სხვა არაფერია თუ არა ფარსი. 

კონფერენციის დროს ბლანმა აღნიშნა, რომ ბაზარზე ბიტკოინის მსგავსი აქტივების არსებობა ფინანსური ბუშტის ფორმირების ნიშანია. მან ინვესტორებს პორტფელების ჩინური იუანით დივერსიფიკაცია, ხოლო კრიპტოვალუტებში დაბანდების „შემდეგისთვის გადადება“ ურჩია.

ბლანის აზრით, ბიტკოინი ის აქტივია, რომელიც ცენტრალურ ბანკებს საკუთარი კრიპტოვალუტების შექმნისკენ უბიძგებთ. შემდეგ კი მარეგულირებლები „მუსიკას გამორთავენ“  და ბიტკოინი დავიწყებას მიეცემა.

ბიტკოინმა და სხვა კრიპტოვალუტებმა  ნამდვილად განაპირობეს ის, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს. შემუშავების პროცესშია ციფრული ევრო, დოლარი და რუბლიც კი. თუმცა, სფეროს ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის კრიპტობირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენპენ ჯაო (Changpeng Zhao) ფიქრობს, რომ განვითარების მოცემულ ეტაპზე ბიტკოინს და ბლოკჩეინს ვერაფერი შეაჩერებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ილინ მასკის მორიგი ტვიტის შემდეგ პირველი კრიპტოვალუტის კურსი 5%-ით დაეცა. თუმცა ისეთი დიდი ტოპ კომპანიის ტოპ-მენეჯერის კრიტიკა, როგორიც Amundi-ა ასვე ქმნის ნეგატიურ ინფორმაციულ ფონს.

წყარო: https://bits.media

 

The post „ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები უბრალოდ ფარსია“- პასკალ ბლანი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share