Guest Merlin Posted 4 ივნისი, 2021 Posted 4 ივნისი, 2021 ეთერიუმზე ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა კვლავ იზრდება. CoinShares–ის ციფრული ვალუტების ფონდის ნაკადების ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, გასულ კვირას 74 მილიონი აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური შემოდინება მოხდა, რადგან ინვესტორები ცდილობდნენ კრიპტო ბაზარზე მომხდარი ბოლო ცვლილებები სათავისოდ გამოეყენებინათ. რა საკვირველია ეს ოფიციალურად ეხება ციფრული ვალუტების ფასების 50%-იან ვარდნას. აღნიშნული შემოდინების 65% კი მოდის ეთერუმზე, რაც დაახლოებით 46.8 მილიონი აშშ დოლარია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შენელდა ბიტკოინის პროდუქტებიდან გადინება. მხოლოდ 4 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა ბაზრებზე, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 110.9 მილიონს საგრძნობლად ჩამოუვარდება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში 246 მილიონი დოლარი იქნა გადინებული ბიტკოინის ინვესტიციური პროდუქტებიდან. შეგახსენებთ, რომ მაისში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ასვატ დამოდარანმა განაცხადა, რომ ეთერიუმს უფრო მეტი შანსი აქვს სასაქონლო ვაჭრობის საგნად იწოდებოდეს, ვიდრე ბიტკოინს. პროფესორი ამტკიცებს, რომ ეთერიუმის პოტენციალი ბიტკოინისას აჭარბებს. მისი აზრით, ეთერიუმი Blockchain ტექნოლოგიის კომერციისთვის უკეთესი ვარიანტია. ასვატ დამოდარანი ბიტკოინს სპეკულაციურ აქტივს უწოდებს. The post ეთერიუმზე ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა იზრდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა