Guest Merlin Posted 4 ივნისი, 2021 Posted 4 ივნისი, 2021 2013 წელს ხუმრობით შექმნილი Dogecoin სულ უფრო პოპულარული ხდება. კრიპტოვალუტა ბილ მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა ბიტკოინისა და სხვა კოინების დაცინვის მიზნით, სახალისოდ შექმნეს. დეველოპერებმა ინტერნეტში ძაღლისგამოსახულებიანი ე.წ. მიმი გაავრცელეს. მიმი ვირუსულად გავრცელდა და მას შემდეგ იაპონური ძაღლი შიბუ Dogecoin-ის ბრენდის განუყოფელ ნაწილად იქცა. Dogecoin ღია წყაროებზე დაფუძნებულ, ე.წ. ლაიტკოინებს მიეკუთვნება. მისი თავდაპირველი ფასი $0,003 იყო, თუმცა, 2015 წლიდან სახალისო ვალუტა უფრო სერიოზულად აღიქვეს და ფასმაც მოიმატა. ამჟამად მისი ღირებულება რეკორდული $0.333-ია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $92 მილიარდს შეადგენს, რაც ბოლო 6 თვეში 26 000%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Dogecoin-ის მზარდი პოპულარობა TESLA-ს დამფუძნებლის სახელსაც უკავშირდება. სრულიად გაუგებარია, როდის ან რატომ დაიპყრო Dogecoin-მა ილონ მასკის გული, თუმცა, TESLA-სა და SpaceX-ის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი ამ სიმბოლოზე წლების განმავლობაში საუბრობდა. მასკის მიერ გამოქვეყნებული ტვიტები, პოსტები და სახალისო მიმები კოინს ყოველ ჯერზე ღირებულებას მატებს. Dogecoin-მა ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის ყურადღებაც მიიპყრო და ერთგვარი ბუმი გამოიწვია. ახლა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტა კიდევ უფრო გამყარდება, თუმცა, კვლავ სადავოა, გახდება თუ არა Dogecoin საიმედო ვალუტა. იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტი მერჩანტი ამატებს მას გადახდის საშუალებად, Dogecoin-ით გადახდის შესაძლებლობები მაინც ძალიან მცირეა. ექსპერტების თქმით, Dogecoin ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის სიმდიდრის საიმედო მარაგი. არ გამოირჩევა ლიკვიდურობით და არ გააჩნია ციფრული მონეტების განსაზღვრული რაოდენობა. მეტოქე კრიპტოვალუტები (მაგალითად ეთერიუმი) პროგრამისტებს პლატფორმაზე ისეთი პროგრამების ჩაშენების საშუალებას აძლევს, რომლითაც შესაძლებელი იქნება სესხის გაცემა, ფულის სესხება და სხვა ოპერაციები, რაც Dogecoin-ის პლატფორმაზე შეუძლებელია. „ამ კოინს რეალურ ღირებულებას დღევანდელი – მიმებით გატაცებული კულტურა მატებს. ხოლო ძაღლი წარმოადგენს ამ კულტურებს შორის კავშირის ერთგვარ სიმბოლოს. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეს ღირებულება უზარმაზარიც კი გახდეს“, – აცხადებს მაიკ ბაჩელა, ბლოკჩეინ საინვესტიციო სააგენტო BlockTower Capital-ის გენერალური პარტნიორი. The post რა არის Dogecoin appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა