Guest Merlin Posted 4 ივნისი, 2021 Posted 4 ივნისი, 2021 მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საათი $55 მილიონად არის შეფასებული და Hallucination ჰქვია. იგი ბრიტანული საიუველირო კომპანიის – Graff-ის მიერაა შექმნილი. საათის სამაჯური პლატინისგანაა დამზადებული და მთლიანად არის დაფარული 110-კარატიანი იშვიათი, ფერადი ბრილიანტებით. ამავე კომპანიის წარმოებულია რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული საათიც – The Fascination. მისი ღირებულება $40 მილიონია. ის 152.96-კარატიანი თეთრი ბრილიანტებითაა შექმნილი. თუმცა, მისი მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ შუაგულში მოთავსებულია მსხლისებრი ფორმის 38.13-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი. ყველაზე ძვირად ღირებული საათების ოცეულში 6-ჯერ გვხვდება Patek Philippe-ს ნამუშევრები. 1851 წელს დაფუძნებული შვეიცარული ბრენდი რთულ მექანიზმებთან და ტრადიციულ სტილთან ასოცირდება, რომელიც მოდიდან არ გადადის. Patek Philippe-ს საათს დღეს არაერთი სელებრითი ატარებს, თუმცა, ბრენდი ყოველთვის სიამაყით აღნიშნავს, რომ მათი ჯიბის საათის მფლობელები იყვნენ დედოფალი ვიქტორია და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია სწორედ ტრადიციებსა და სიძველეზეა აგებული. უკვე 25 წელია წარმატებით მიმდინარეობს კამპანია Generations, რომლის სლოგანია „სინამდვილეში, Patek Philippe-ს საათს კი არ ფლობ, არამედ უნახავ მას მომავალ თაობებს“. ბრენდის ყველაზე ძვირად ღირებული საათი – Henry Graves Supercomplication – $24 მილიონად არის შეფასებული. სიაში, რა თქმა უნდა, გვხვდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის – Rolex-ის საათი, რომელიც პოლ ნიუმენს ეკუთვნოდა. ჰოროლოგიისაა და მოტოსპორტის მოყვარულ ლეგენდარულ მსახიობს საათი მეუღლემ აჩუქა. Paul Newman Rolex Daytona დღეს $17.6 მილიონად არის შეფასებული. საათების კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდია Omega. სწორედ ამ ბრენდის საათი ეკეთა ბაზ ოლდრინს 1969 წელს, როცა მთვარეზე გაფრინდა. ასევე, Omega-ს საათს ატარებდა ჯონ ფიცჯერალდ კენედი, პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხს დადგამდა, ამერიკელი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კამპანია მთვარესა და პრეზიდენტის ცნობილ გამოსვლას – We chose to go to the moon-ს უკავშირდება. პრეზიდენტს საათი მეგობარმა აჩუქა და სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. იგი დღეს Omega-ს მუზეუმშია დაცული. ბრენდის ცნობილ მომხმარებლებს შორის არიან პრინცი უილიამი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ასევე, Omega-ს საათს შეხვდებით ჯეიმს ბონდის ფილმებშიც. The post საათები, საათები, საათები appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა