Jump to content
×
×
  • Create New...

Tesla-ს კონკურენტი გამოუშვებს ელექტრომობილს, რომელსაც მაინინგის ფუნქცია ექნება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Tesla-ს კონკურენტი კანადური მწარმოებელი Daymak ავტომობილ Spiritus-ის გამოშვებას აპირებს, რომელსაც პარკირებულ მდგომარეობაში BTC-ის და DOGE-ს მოპოვება შეეძლება.

Daymak-ის განცხადებით ელექტრომობილ Spiritus-ში კრიპტოვალუტების კომპლექსური ინფრასტრუქტურა Daymak Nebula იქნება ინტეგრირებული. Spiritus-ის გამოშვება 2023 წელს არის დაგეგმილი.

კომპანიამ წინასწარი შეკვეთების მიღების შესახებ უკვე გამოაცხადა. გადახდა DOGE, BTC, ADA, ETH-ით და სხვა კრიპტოვალუტებით იქნება შესაძლებელი. 

„Daymak Nebula-ს ტექნოლოგიის წყალობით  Spiritus ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც მაინინგისთვის განკუთვნილი მოწყობილობა და მომხმარებლის ინტერფეისში დაპროგრამებული კრიპტოვალუტების ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს. Nebula-ს ინფრასტრუქტურა Daymak Spiritus-ს ეკოლოგიურად სუფთა ბლოკჩეინის კვანძებად აქცევს.“ – ნათქვამია პრეს-რელიზში. 

Daymak Nebula-ს პლატფორმა შედგება Nebula Miner-ისგან, რომელიც BTC-ს და DOGE-ს მოიპოვებს სანამ ავტომობილი პარკირებულია და Nebula Wallet-ისგან, რომელიც კრიპტოვალუტებით გადახდისთვის უნივერსალურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

„კრიპტოვალუტებში ლიზინგურ გადახდებზე ჩვენ სხვადასხვა ბირჟებთან ვმუშაობთ. ეს კრიპტოვალუტის ინტეგრაციის კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც Spiritus-ის მეშვეობით იქნება შეთავაზებული. Daymak Nebula-ს პლატფორმა ტექნოლოგიური მიღწევაა, რომელიც Spiritus-ს ისტორიაში ერთ-ერთ მოწინავე ავტომობილად აქცევს. ეს ტექნოლოგია ლიცენზირებისთვის ელექტრომობილების სხვა მწარმოებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.“ – განაცხადა Daymak-ის პრეზიდენტმა ალდო ბაიოკიმ (Aldo Baiocchi).

 

წყარო:https://bits.media

 

The post Tesla-ს კონკურენტი გამოუშვებს ელექტრომობილს, რომელსაც მაინინგის ფუნქცია ექნება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share