Guest Merlin Posted 3 ივნისი, 2021 Posted 3 ივნისი, 2021 2018 წელს Google-მა ყველა იმ ფინანსური ინსტრუმენტის რეკლამა აკრძალა, რომლებიც შესაძლოა მომხმარებლებისთვის რისკის შემცველი ყოფილიყო და კრიპტოვალუტებიც მათ რიცხვში აღმოჩნდა. 3 აგვისტოდან Google-ის სერტიფიცირების გავლის შემთხვევაში კრიპტობირჟებსა და საფულეებს აშშ-ს მასშტაბით საკუთარი სერვისების რეკლამირება კვლავ შეეძლებათ. სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულო ფორმა ა.წ-ის 8 ივლისს გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ბირჟები და საფულეები ფინანსური მომსახურების სერვისის სტატუსით ფინანსურ დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქსელში (FinCEN) უნდა დარეგისტრირდნენ ან მოიპოვონ საბანკო ლიცენზია, რომელიც მათ ფედერალურ ან კონკრეტული შტატის დონეზე მომსახურების გაწევის შესაძლებლობას მისცემთ. კომპანიების სარეკლამო განცხადებები Google-ის სარეკლამო პოლიტიკას უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, Google შეინარჩუნებს აკრძალვას ICO-ს, DeFi-ის, კრიპტოსესხებისა და არარეგულირებადი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. „შავ სიაში“ დარჩებიან ცნობადი სახეების კრიპტოპროექტები, კრიპტობაზრის მონაცემების აგრეგატორები, საიტები რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ბროკერებისა და ფირმების განხილვას სთავაზობენ. Google-ის მხრიდან სარეკლამო პოლიტიკის შერბილება შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მაისში Google Trends-ის მონაცემებით მომხმარებლებმა კრიპტოვალუტების მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოიჩინეს. წყარო: https://bits.media The post Google-მა კრიპტობირჟებისა და საფულეებისთვის რეკლამის აკრძალვა გააუქმა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა