Jump to content
×
×
  • Create New...

Google-მა კრიპტობირჟებისა და საფულეებისთვის რეკლამის აკრძალვა გააუქმა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2018 წელს Google-მა ყველა იმ ფინანსური ინსტრუმენტის რეკლამა აკრძალა, რომლებიც შესაძლოა მომხმარებლებისთვის რისკის შემცველი ყოფილიყო და კრიპტოვალუტებიც მათ რიცხვში აღმოჩნდა. 3 აგვისტოდან Google-ის სერტიფიცირების გავლის შემთხვევაში კრიპტობირჟებსა და საფულეებს აშშ-ს მასშტაბით საკუთარი სერვისების რეკლამირება კვლავ შეეძლებათ.

სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულო ფორმა ა.წ-ის 8 ივლისს გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ბირჟები და საფულეები ფინანსური მომსახურების სერვისის სტატუსით ფინანსურ დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქსელში (FinCEN) უნდა დარეგისტრირდნენ ან მოიპოვონ საბანკო ლიცენზია, რომელიც მათ ფედერალურ ან კონკრეტული შტატის დონეზე მომსახურების გაწევის შესაძლებლობას მისცემთ. კომპანიების სარეკლამო განცხადებები Google-ის სარეკლამო პოლიტიკას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, Google შეინარჩუნებს აკრძალვას ICO-ს, DeFi-ის, კრიპტოსესხებისა და არარეგულირებადი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. „შავ სიაში“ დარჩებიან ცნობადი სახეების კრიპტოპროექტები, კრიპტობაზრის მონაცემების აგრეგატორები, საიტები რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ბროკერებისა და ფირმების განხილვას სთავაზობენ.

Google-ის მხრიდან სარეკლამო პოლიტიკის შერბილება შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მაისში Google Trends-ის მონაცემებით მომხმარებლებმა კრიპტოვალუტების მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოიჩინეს.
წყარო: https://bits.media

The post Google-მა კრიპტობირჟებისა და საფულეებისთვის რეკლამის აკრძალვა გააუქმა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share