Jump to content
×
×
  • Create New...

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს მსოფლიო და საქართველო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

XIX საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც მეცნიერებამ ელექტრობა აღმოაჩინა, კაცობრიობის ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. დედამიწის დასახლებული ნაწილი ნელ-ნელა ელექტროგადამცემმა ქსელებმა დაფარა. ელექტროენერგია ახალი ინდუსტრიების მამოძრავებელი და თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

დღესდღეობით, ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების დონე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოხმარება იზრდება ეკონომიკის ზრდისა და ცხოვრების დონის ამაღლების პარალელურად. განვითარებულ ეკონომიკებში ადამიანები მრავალგვარ ელექტროტექნიკას და, შესაბამისად, მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაშინ, როცა განვითარებადი ქვეყნის ზოგიერთი დასახლებული პუნქტი შესაძლოა, ელექტროფიცირების გარეშეც კი იყოს დარჩენილი.

საქართველოში 1 სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება წლის განმავლობაში დაახლოებით 3000 კვტ/სთ-ს შეადგენს. საშუალო ევროპულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 6000 კვტ/სთ-ია, ხოლო აშშ-ის ერთი მოსახლე საშუალოდ 13 000 კვტ/სთ-ს მოიხმარს.

მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი მოხმარებით ნორვეგია გამოირჩევა – ცივი კლიმატისა და განვითარებული ეკონომიკის გავლენით, ერთი ნორვეგიელი საშუალოდ 26 000 კვტ/სთ ელექტროენერგიას იყენებს. ნორვეგიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ქვეყანა კანადაა (16 000 კვტ/სთ).

მთლიანობაში, მსოფლიო დღესდღეობით 160 000 ტერავატ საათზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. 1950-იან წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 000 ტერავატ საათი, 2000-იან წლებში კი120 000 ტერავატ საათი იყო.

დანართი

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საქართველოშიც თვალში საცემია. 2010 წელს საქართველოს საერთო წლიური მოხმარება 9 ტერავტ საათის ფარგლებში, 2016 წელს კი 11 ტერავტ საათი იყო. დღეს ქვეყნის წლიური მოხმარება 12 ტერავატ საათს აღემატება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საბაზისო პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება საქართველში წლიურად 5%-ით გაიზრდება. შესაბამისად, 2031 წელს 21.4 ტერავატ საათი იქნება. უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში კი (ოპტიმისტური პროგნოზით), მოხმარება ყოველწლიურად 7%-ით გაიზრდება და 2031 წელს ქვეყანას 26.4 ტერავატ საათი ელექტროენერგია დასჭირდება.

The post რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს მსოფლიო და საქართველო appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share